კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

  • გადახდისუნარიანობა

    მსესხებელი პირის უნარი/შესაძლებლობა, თავისი შემოსავლის, ხარჯებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, დროულად და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, დააბრუნოს აღებული კრედიტი. 

  • განაღდება

    ანგარიშზე არსებული თანხის გამოტანა ბანკომატის ან ფინანსური ორგანიზაციის სერვისცენტრის მეშვეობით. შესაძლებელია არსებობდეს განაღდების ლიმიტი, ანუ თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომლის განაღდებაც 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. 

  • განაღდების საკომისიო

    გადასახადი, რომელიც ბანკომატის ან სერვისცენტრის საშუალებით თანხის გამოტანის დროს ჩამოიჭრება ანგარიშიდან. ზოგიერთ შემთხვევაში საკომისიო შესაძლებელია 0% იყოს.

  • განვადება

    სესხი, რომლის საშუალებითაც, სავაჭრო/მომსახურების ობიექტის  პროდუქტის ან მომსახურების შეძენა ხორციელდება. 

  • გარანტია (საბანკო/სადაზღვევო)

    ვალდებულება, რომელსაც ბანკი/სადაზღვევო ორგანიზაცია იღებს გარიგებაში მონაწილე პირის წინაშე და რომლის თანახმადაც, გარიგების პირობების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავად ბანკი/სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს საგარანტიო თანხას.

  • გირავნობა

    ვალდებულების შესრულების გარანტი, რომლის დროსაც გარანტად წარმოდგენილია მსესხებლის მოძრავი და/ან არამატერიალური ქონება. ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის და/ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, დამგირავებელს შეუძლია თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს დაგირავებული ნივთის რეალიზაციით (გაყიდვით) და/ან საკუთრებაში გადაცემით.

  • გრანტი

    გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახრები ფულაადი ან ნატურალური ფორმით. გრანტი როგორც წესი,  გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.