კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ვალუტის გადამცვლელი პუნქტი

ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (ვგპ) ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია, რომელიც ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს ახორციელებს. შესაბამისად, ამ ორგანიზაციის საქმიანობა მხოლოდ ვალუტის გადაცვლის ოპერაციებით შემოიფარგლება. 

საქართველოს ეროვნული ბანკი, მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ზედამხედველობას, ძირითადად ინფორმაციის ცხადად და სწორად მიწოდების ნაწილში ახორციელებს.