სესხის გამცემი ორგანიზაციის მხრიდან სესხის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებას სესხის დამტკიცებას ეძახიან. როგორც წესი, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ კრედიტორის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ, შემოთავაზებულ პირობებსა და, არსებობის შემთხვევაში, სხვადასხვა ალტერნატივებსაც გაგაცნობთ და მოგცემთ გარკვეულ დროს, რომლის განმავლობაშიც შეძლებთ ისარგებლოთ ამ შემოთავაზებით. შემოთავაზების მოქმედების ვადა ზოგჯერ ძალიან მოსახერხებელი შეიძლება იყოს. მაგალითად, თუ თქვენ ბინის შეძენას აპირებთ, თუმცა, ჯერ დაფინანსებაზე კრედიტორის შემოთავაზების მიღება გსურთ, რათა შესაბამისი ღირებულების ბინის სასურველი ვარიანტი მოიძიოთ, შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი, დაელოდოთ კრედიტორის შემოთავაზებას და ამ შემოთავაზების მოქმედების პერიოდში მოძებნოთ შესაბამისი ფასის მქონე და თქვენთვის მისაღები ბინის ვარიანტი.
მსგავსი თემები
- კომერციული ბანკი
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სესხის პირობების გაცნობისას
- მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება
- რა რისკები და შესაძლებლობები ახლავს სესხის აღებას?
- კრედიტორები და ეროვნული ბანკის ზედამხედველობა
- საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დაფინანსება
- ბიზნესის შეფასების კრიტერიუმები და კოეფიციენტები
- რჩევები სესხის აღებამდე