კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

სადაზღვევო ბაზრის მომხმარებელთა უფლებების დაცვა

სადაზღვევო ბაზრის მომხმარებელთა უფლებები კანონმდებლობით არის დაცული. ისევე, როგორც სხვა ფინანსური პროდუქტების მომხმარებლების მომსახურებისას, სადაზღვევო პროდუქტების მომხმარებელთა უფლებების დაცვის ძირითადი პრინციპები მათთვის გასაგები, ზუსტი და უტყუარი ინფორმაციის მიწოდებას ეფუძნება, რათა შესაძლებელი იყოს ინფორმირებული და გონივრული გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ სადაზღვევო ბაზრის წარმომადგენლებს აქვთ გარკვეული ვალდებულებები, თუმცა მეორე მხრივ, მომხმარებელსაც ეკისრება რიგი პასუხისმგებლობები.

სადაზღვევო ბაზრის ზედამხედველობას საქართველოში ახორციელებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.