კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

დაზღვევის 5 უპირატესობა

 

როცა დაზღვევის შინაარსსა და დანიშნულებაზე ვსაუბრობთ, ასევე, იმ რისკებზე, რომლის დაზღვევაც ხდება ამა თუ იმ სადაზღვევო პროდუქტის შეძენისას, დაზღვევის სარგებლიანობა და საჭიროება ცხადი ხდება.

თუმცა ამ მენიუში გვსურს, სადაზღვევო პროდუქტების დადებითი მხარეები ანუ უპირატესობები 5 მთავარი მიმართულებით დავაჯგუფოთ და გაგაცნოთ.

 

1) ეკონომიკური დაცვა

დაზღვევა გთავაზობთ ეკონომიკურ და ფინანსურ დაცვას გაუთვალისწინებელი  ფინანსური დანაკარგებისაგან თანხის გადახდის სანაცვლოდ, რომელსაც სადაზღვევო შესატანი ან პრემია ეწოდება. დაზღვევა დაგიცავთ თქვენ და თქვენს ოჯახს ფინანსური ხარჯებისაგან, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს დაზღვეულმა რისკებმა: უბედურმა შემთხვევამ, ავტო საგზაო შემთხვევამ, გარდაცვალებამ, სტიქიურმა მოვლენებმა და სხვა. 

2) რისკის გაზიარება

დაზღვევა გაძლევთ შესაძლებლობას, შეამციროთ თქვენი ზიანი და გაუზიაროთ ის მზღვეველს.  

3) ცხოვრების სტანდარტის დაცვა და ამაღლება

სადაზღვევო ორგანიზაციები გთავაზობთ ფინანსურ დაცვას გაუთვალისწინებელი რისკებისგან იმისათვის, რომ აიმაღლოთ ცხოვრების სტანდარტი და იყოთ ფინანსურად დაცული გაუთვალისწინებელი მოვლენებისაგან დამდგარი ზიანის დროს.

4) დაზოგვის ჩვევის სტიმულირება 

დაზღვევის შეძენის შემთხვევაში თქვენ იხდით ფიქსირებულ თანხას, რომელიც ხელს უწყობს  დაზოგვის ჩვევის გამომუშავებას. დაზღვევა ითვალისწინებს გარკვეული ოდენობის ხარჯების მუდმივად გაწევას იმ მიზნისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მიიღოთ ფინანსური დაცვა მზღვეველისგან.

5) ბიზნესის შეუფერხებელი და ეფექტური მუშაობის ხელშეწყობა

ბიზნესსაქმიანობას შესაძლოა გაუთვალისწინებელი ფინანსური ზიანი მიადგეს, მაგალითად, საქონლის, ქონების, მარაგების დაკარგვის ან/და განადგურების შემთხვევაში. დაზღვევა ეხმარება ბიზნესს, მზად იყოს ასეთი შედეგებისათვის და აანაზღაუროს მიყენებული ზიანი სრულად ან ნაწილობრივ. ამასთანავე, ბიზნეს ოპერატორები ხშირად იძებენ სხვადასხვა სადაზღვევო მომსახურებას, მაგალითად, თავიანთი თანამშრომლებისათვის ჯანმრთელობის დაზღვევას, რაც, ხშირ შემთხვევაში, მათი დამატებითი მოტივირების საფუძველი ხდება.