როგორ უნდა გააუმჯობესოთ საკრედიტო რეიტინგი?
დროულად გადაიხადეთ სესხის შენატანები
როდესაც ორგანიზაციები, რომლებმაც სესხი უნდა დაგიმტკიცონ, თქვენს საკრედიტო ისტორიას ამოწმებენ, ისინი, პირველ რიგში, იმას უყურებენ, თუ როგორი გადამხდელი ხართ ანუ – როგორ უმკლავდებით აღებულ ვალდებულებებს.
ყველაზე სწორი გზა კარგი საკრედიტო ქულის შესანარჩუნებლად და არც ისე კარგის გამოსასწორებლად, დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით ვალდებულებების შესრულებაა. მცირე დაგვიანებაც კი რეიტინგზე უარყოფითად ისახება.
გახსოვდეთ, რომ დაგვიანებული გადახდები თქვენს ისტორიაში, ვადაგადაცილებული სესხის დაფარვიდან 5 წლის განმავლობაში ჩანს. რაც დრო გადის, ვადაგადაცილებებზე ინფორმაციას სულ უფრო ნაკლები ზემოქმედება აქვს თქვენს საკრედიტო ქულაზე.
გააკონტროლეთ კრედიტების მოხმარების სიხშირე
სესხების ხშირი მოხმარება მნიშვნელოვნად ამცირებს თქვენს ქულას. შეეცადეთ ისარგებლოთ სესხების გონივრული ოდენობით და კრედიტის აღების გადაწყვეტილება თქვენი ბიუჯეტის შესაბამისად დაგეგმოთ.
სესხზე განაცხადი მხოლოდ მაშინ შეავსეთ, როდესაც ის ნამდვილად გჭირდებათ
სესხის აღება, მაშინ როდესაც ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული მის საჭიროებაში, არაა სასურველი. საკრედიტო ბიუროში თქვენი საკრედიტო ისტორიის ხშირი ძიება საბოლოოდ ამცირებს თქვენს საკრედიტო რეიტინგს. ამიტომ, მნიშვნელოვანია მხოლოდ მაშინ აიღოთ კრედიტი, როდესაც ეს ნამდვილად გჭირდებათ.
გააკონტროლეთ საკრედიტო ისტორია
ხშირად გადაამოწმეთ თქვენი საკრედიტო ისტორია და სანამ სესხს მოითხოვთ, დარწმუნდით, რომ თქვენი მონაცემები ზუსტია და თქვენი საკრედიტო რეიტინგი არ უარესდება.
მსგავსი თემები
- რა სიხშირით ახლდება ინფორმაცია საკრედიტო რეპორტში?
- საკრედიტო საინფორმაციო ბიურო
- ვის აქვს თქვენი საკრედიტო რეპორტის ნახვის უფლება?
- სესხი (კრედიტი)
- რა ინფორმაციას მოიცავს საკრედიტო რეპორტი?
- რა არის საკრედიტო ქულა და საკრედიტო რეიტინგი?
- საკრედიტო საინფორმაციო ბიურო
- საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთან ურთიერთობისას