კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

რა ხდება, როდესაც სესხს ვეღარ იხდით?

როდესაც სესხის აღებას გადაწყვეტთ, უმეტესად, წინასწარ გაქვთ გათვლილი გიღირთ თუ არა მის მომსახურებაზე დამატებით ხარჯის გაწევა. ასევე, თქვენი პირადი ბიუჯეტის მიხედვით საზღვრავთ, შეძლებთ თუ არა სესხის შეფერხებების გარეშე მომსახურებას. თუმცა, წინასწარი გათვლების მიუხედავად, გარკვეული, წინაწარ გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო სესხის შენატანის გაკეთება შესაძლოა მაინც გართულდეს. 

ამ მენიუში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა შეიძლება მოიმოქმედოს გამსესხებელმა იმ შემთხვევაში, თუ სესხის გადახდას ვეღარ ახერხებთ, ასევე, როგორ უნდა მოიქცეთ მსგავს სიტუაციაში.