კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

სესხის გაცემა

სესხის პირობებზე შეთანხმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ სესხის გამცემი ორგანიზაცია სესხის თანხას უმეტესწილად თქვენს მიმდინარე ანგარიშზე ჩარიცხავს. აღნიშნული თანხის ათვისება სხვადასხვა არხით არის შესაძლებელი, მაგალითად, სალაროში ან საბანკო ბარათით განაღდება ან სხვა ანგარიშზე გადარიცხვა.

რიგ შემთხვევაში, ანგარიშზე ჩარიცხული თანხა სესხის მიზნობრიობის შესასრულებლად შეიძლება მიემართოს, მაგალითად, განვადების შემთხვევაში, განვადებით შესაძენი ნივთის გამყიდველს გადაერიცხოს.