რა არის ფინანსური მიზანი?
დაზოგვაში კონკრეტული მიზნების დასახვა დაგეხმარებათ. ამასთან, წინასწარ უნდა განსაზღვროთ, თუ რა მოცულობის თანხის შეგროვება გსურთ და დაახლოებით რა დრო დაგჭირდებათ მის შესაგროვებლად.
თქვენი ფინანსური მიზანი მრავალნაირი შეიძლება იყოს: რაიმე ნივთის შეძენა, განათლების დაფინანსება, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის (როგორიცაა, დაზიანებული ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება) დანაზოგის შექმნა, და ა.შ.
ფინანსური მიზანი შეიძლება იყოს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი. მოკლევადიანი მიზნების მიღწევა შესაძლებელია შედარებით ნაკლებ დროში (რამდენიმე კვირაში ან თვეში) და ისინი დიდ ფინანსურ ხარჯთან არ არის დაკავშირებული. ასეთი მიზნები შეიძლება იყოს მაგალითად, ახალი კომპიუტერის ან ველოსიპედის შეძენა. გრძელვადიანი მიზნების მიღწევა კი შედარებით დიდ დროს და მეტ ხარჯს მოითხოვს. ასეთი მიზნებია მაგალითად, საზღვარგარეთ მოგზაურობა ან ბინის შეძენა.
რა არის დეპოზიტი?
მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული თანხის შესაგროვებლად საჭირო დრო შეაფასოთ რეალისტურად. ამასთან, როდესაც იწყებთ თანხის დაზოგვას, აუცილებელია, იზრუნოთ იმაზე, რომ დაზოგილი თანხა უსაფრთხოდ შეინახოთ.
თანხის დაზოგვის მიზნით შეგიძლიათ საბანკო დეპოზიტით, იგივე ანაბრით ისარგებლოთ.
დეპოზიტი კომერციულ ბანკში ფიზიკური პირის ან კომპანიის მიერ გარკვეული პერიოდით განთავსებული თანხაა. დეპოზიტზე განთავსებულ სახსრებს ბანკი გარკვეული პერიოდულობით დამატებით თანხას არიცხავს, რომელსაც საპროცენტო სარგებელი ეწოდება.
დეპოზიტზე სარგებელი შეიძლება პროცენტის დარიცხვის მარტივი ან რთული მეთოდის გამოყენებით დაირიცხოს.
მსგავსი თემები
- როგორი ტიპის დეპოზიტები არსებობს?
- ახალი ოჯახის საცხოვრებელი
- დეპოზიტის მნიშვნელოვანი პირობები
- შეესაბამება თუ არა დეპოზიტი თქვენს მიზანს და შემოსავალს?
- დეპოზიტების სახეები
- 8 ნაბიჯი ბიუჯეტის შესადგენად
- სტუდენტობის დროს გასათვალისწინებელი რჩევები
- რატომ არის მნიშვნელოვანი, წინასწარ მოემზადოთ საპენსიო ასაკისთვის?