ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ:
- კრედიტინფოს;
- საქართველოს ეროვნულ ბანკს;
- თუ თვლით, რომ გამჟღავნებულია თქვენი პერსონალური მონაცემები, შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
თუ თქვენს საკრედიტო ანგარიშში ასახული ინფორმაცია არაზუსტია, მცდარია, ან არასწორადაა გადმოცემული, მისი გასწორების, შეცვლის ან წაშლის მოთხოვნით შეგიძლიათ წერილობით მიმართოთ კრედიტინფოს. ინფორმაციის შესწორება-წაშლის მოთხოვნით იმ ორგანიზაციასაც შეუძლია მიმართოს კრედიტინფოს, რომელმაც ეს ინფორმაცია გადასცა მას. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ წაშლას მხოლოდ შეცდომით, ან არაკანონიერად გადმოგზავნილი ინფორმაცია ექვემდებარება და არა არასასურველი ინფორმაცია. როდესაც დააფიქსირებთ საჩივარს, საკრედიტო ბიურო გამოიკვლევს შეცდომის შინაარსს და დაუკავშირდება იმ ორგანიზაციას, რომელმაც არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდა მას. თუ დადასტურდება, რომ თქვენს საკრედიტო რეპორტში (ანგარიშში) ინფორმაცია შეცდომით არის შეტანილი, ინფორმაციის მიმწოდებელი ორგანიზაცია არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა შეასწორებს ამ ინფორმაციას და მიაწვდის კრედიტინფოს, ხოლო კრედიტინფო არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ასახავს ცვლილებას და შეგატყობინებთ ამის შესახებ.
მსგავსი თემები
- რჩევები საკრედიტო რეიტინგის გასაუმჯობესებლად
- რა არის საკრედიტო ისტორია? ვინ არიან სესხთან დაკავშირებული პირები?
- რას ემსახურება საკრედიტო რეპორტის არსებობა?
- საკრედიტო საინფორმაციო ბიურო
- საკრედიტო საინფორმაციო ბიურო
- ვის აქვს თქვენი საკრედიტო რეპორტის ნახვის უფლება?
- რა სიხშირით ახლდება ინფორმაცია საკრედიტო რეპორტში?
- სესხი (კრედიტი)