ფინანსებთან ერთად, დროითი რესურსების დაგეგმვაც მნიშვნელოვანია
გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც ფინანსებთან ერთად სწორად უნდა დაგეგმოთ და გადაანაწილოთ, რათა დასახული მიზნის მიღწევა შეძლოთ, დროა. დროის მართვა, იგივე, დროის მენეჯმენტი ნიშნავს თქვენი დროის სწორად გადანაწილებასა და გამოყენებას. სტუდენტობისას დროის გადანაწილება ბევრ საკითხზე დაგჭირდებათ. თქვენი გრაფიკის ყველაზე დიდ ნაწილს, სავარაუდოდ, წაიღებს დრო, რომელსაც გაატარებთ: უშუალოდ სასწავლო დაწესებულებაში, სახლში სწავლისთვის, ბიბლიოთეკაში.
თქვენი არჩევანი თქვენი პასუხისმგებლობაცაა
სტუდენტობის პერიოდისთვის მზადების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი აღებული პასუხისმგებლობის გაცნობიერებაა. პასუხისმგებლობა არა მხოლოდ, მაგალითად, საგნების ჩაბარებაზე, არამედ სტუდენტობის სრულ პერიოდზე. პასუხისმგებლობა ეხება სწავლის პროცესს და ამ პროცესის მართვის ბიუჯეტს.
მსგავსი თემები
- როგორ შექმნათ დანაზოგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის?
- დაზოგვის ფორმალური მეთოდები
- რჩევები სტუდენტობის პერიოდის ხარჯებისთვის მოსამზადებლად
- რჩევები ხარჯების შესამცირებლად
- ბიუჯეტის არსი და სახეები
- საბანკო დეპოზიტების შესახებ
- ბიუჯეტის დამგეგმავი - Mybudget
- როგორ მოემზადოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის?