კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

რა არის დაზღვევა?

დაზღვევა არის ფინანსური ინსტრუმენტი იმისათვის, რომ დაგიცვათ თქვენ, თქვენი ოჯახი ან თქვენი ბიზნესი გაუთვალისწინებელი ფინანსური დანახარჯებისაგან. დაზღვევის დახმარებით შესაძლებელია პოტენციური რისკების დადგომის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური ზარალის თავიდან აცილება ან მისი შემცირება.   

დაზღვევა არის შეთანხმება, რომლის თანახმადაც წინასწარ განსაზღვრული თანხის გადახდის სანაცვლოდ, სადაზღვევო ორგანიზაცია აგინაზღაურებთ შესაბამის ზიანს. 

სადაზღვევო საქმიანობის ძირითადი პრინციპი ასეთია: მზღვეველი ანუ სადაზღვევო ორგანიზაცია აზღვევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ( დაზღვეული ) იმ რისკებისაგან, რომელთა წინაშეც ისინი შეიძლება აღმოჩდნენ და მათ სადაზღვევო პოლისსა და ხელშეკრულებას გადასცემს, რომელშიც გაწერილია დაზღვევის პირობები. დაზღვევის მისაღებად დამზღვევი პირები სადაზღვევო ორგანიზაციას წინასწარ შეთანხმებული პერიოდულობით უხდიან სადაზღვევო პრემიას ანუ ფულად შენატანს. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ანუ წინასწარ განსაზღვრული რისკების რეალიზაციის შემთხვევაში, სადაზღვევო ორგანიზაცია დაზღვეულ პირებს ხელშეკრულების პირობებისა და სადაზღვევო ლიმიტის შესაბამისად უნაზღაურებს ზიანს. სადაზღვევო ლიმიტი კი წინასწარ განისაზღვრება და ეთითება სადაზღვევო პოლისში.

სადაზღვევო პოლისი შეიძლება ითვალისწინებდეს ფრანშიზას ანუ ზიანის იმ მინიმალურ ოდენობას, რომელსაც მზღვეველი არ აგინაზღაურებთ. ფრანშიზა შეიძლება იყოს პირობითი ან უპირობო

გაითვალისწინეთ, რომ ხარჯების ანაზღაურება არ ხდება ავტომატურად და საჭიროა დამზღვევმა პირმა მიმართოს მზღვეველს. ამასთან, მზღვეველი აგინაზღაურებთ მხოლოდ იმ ზარალს, რომელიც დადგა დაზღვეული რისკისაგან.