რადგანაც თაღლითების სამიზნე უმეტესწილად ანგარიშებია, ფინანსურ ინსტიტუტებს მოეთხოვებათ კიბერუსაფრთხოების სპეციალური მოთხოვნების დაცვა, რომელიც გათვალისწინებულია კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოს ფარგლებში. მათ უნდა გააჩნდეთ ინფორმაციის დაცვის თანამედროვე მექანიზმები, მძლავრი ონლაინ მონიტორინგის სისტემები და მომხმარებლის ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის საშუალებები. ამასთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები (მათ შორის, ბანკები) ვალდებული არიან გააჩნდეთ შესაბამისი მექანიზმები და პროცედურები, რომლებიც თაღლითობის რისკების იდენტიფიცირების, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და კონტროლის საკითხებს მოიცავს.
თუმცა, ფინანსური ორგანიზაცია უძლური იქნება თაღლითური ოპერაციებისგან მომხმარებლის დასაცავად იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი საკუთარ სენსიტიურ ინფორმაციას თავად გაანდობს თაღლითს, შესაძლოა, სავსებით გაუცნობიერებლადაც და ამით მას თავის ანგარიშებზე წვდომის საშუალებას მისცემს. ამიტომ თქვენი როლი თაღლითობისგან თავის დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანია.
მსგავსი თემები
- ინვესტიციებთან დაკავშირებული თაღლითობა
- თაღლითობა საბანკო ბარათის, ბანკომატისა და პოსტერმინალის გამოყენებით
- როგორ გახადოთ თქვენი მოწყობილობები უფრო დაცული
- პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული თაღლითობა
- როგორ დავიცვათ თავი ფინანსური თაღლითებისგან?
- თაღლითობა ყალბი ფულის გამოყენებით
- როგორ შექმნათ რთული პაროლები
- როგორ დაიცვათ უსაფრთხოება ინტერნეტში