საკრედიტო რეპორტი, მომხმარებლის საკრედიტო ისტორიის ერთგვარი სურათია, რომელიც ასახავს ინფორმაციას მისი მოქმედი და უკანასკნელი 5 წლის მანძილზე დახურული სესხებისა და მათი გადახდების შესახებ. საკრედიტო რეპორტში მითითებულ ინფორმაციას მომხმარებლის დაკრედიტებასა ან სხვა ტიპის ვალდებულების გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად იყენებენ როგორც საკრედიტო (მაგალითად, ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სესხის გამცემი სუბიექტი), ისე არასაკრედიტო ორგანიზაციები (მაგალითად, სადისტრიბუციო, სალიზინგო თუ სადაზღვეო კომპანიები). აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც კრედიტინფოში მომხმარებლის მონაცემების გადამოწმებას აპირებს, ვალდებულია, ეს ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ გადახდისუნარიანობის შესაფასებლად და, თავის მხრივაც, დარეგისტრირდეს კრედიტინფოსთვის ინფორმაციის მიმწოდებელ ორგანიზაციად ანუ თავადაც დაარეგისტრიროს მონაცემები იმ მომხმარებლებზე, რომლებსაც მის მიმართ გააჩნიათ ვალდებულებები.
მსგავსი თემები
- რა არის საკრედიტო ქულა და საკრედიტო რეიტინგი?
- რა სიხშირით ახლდება ინფორმაცია საკრედიტო რეპორტში?
- საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთან ურთიერთობისას
- ობლიგაციის ღირებულების განსაზღვრა
- რჩევები საკრედიტო რეიტინგის გასაუმჯობესებლად
- საკრედიტო საინფორმაციო ბიურო
- საკრედიტო ისტორია
- როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს საკრედიტო რეპორტში უზუსტობაა?