კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

სესხთან დაკავშირებული ხარჯები

სესხის აღება, როგორც წესი, გარკვეული საჭიროების დაკმაყოფილებას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, პირველი, რაზეც მოგიწევთ დაფიქრება, არის ის, თუ ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად რა თანხა იქნება საკმარისი და თქვენი შემოსავლებიდან ყოველთვიურად რა მოცულობის თანხის გადადებას შეძლებთ სესხის დასაფარად. 

შემდგომი ნაბიჯი, რომელიც გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ, სხვადასხვა ალტერნატივის მოძიება და მათგან საუკეთესოს შერჩევაა. ამ მიზნით, ერთი მხრივ, იმაზე უნდა დაფიქრდეთ, თქვენს საჭიროებებსა და მოთხოვნებს ყველაზე უკეთ რომელი ალტერნატივა ერგება, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ისეთი ალტერნატივის შერჩევა, რომელიც თქვენთვის უფრო ხელსაყრელი იქნება ფასის, ანუ იმ დამატებითი ხარჯების თვალსაზრისით, რომლის გაწევაც სესხით სარგებლობის პერიოდში მოგიწევთ.