რა არის მობილბანკი?
მობილბანკი ეს არის მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემაზე მორგებული აპლიკაცია რომლითაც თქვენი მომსახურე ბანკი ინტერნეტის გამოყენებით, საშუალებას გაძლევთ დისტანციურად, ანუ ნებისმიერი ადგილიდან, დროის ნებისმიერ მონაკვეთში, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს საბანკო პროდუქტებზე ან განახორციელოთ საბანკო ოპერაციები. მობილბანკით სარგებლობისთვის საჭიროა ბანკის მიერ სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი მობილური აპლიკაციის ტელეფონში ჩამოტვირთვა და შესაბამისი ავტორიზაციის გავლა.
როგორ შეგიძლიათ მობილბანკით სარგებლობა?
მობილბანკით შესრულებული ოპერაციების ღირებულება და მათთან დაკავშირებული საკომისიოები განისაზღვრება მომსახურე ბანკის მიერ.
ინტერნეტბანკით და მობილბანკით შეგიძლიათ იდენტური მომსახურება მიიღოთ. სხვაობა მათ შორის მხოლოდ ის არის, რომ ინტერნეტბანკი ინტერნეტ ბრაუზერებითაა ხელისაწვდომი, ხოლო მობილბანკი თქვენი სმარტფონით. იმ მომსახურებათა ჩამონათვალს, რისი მიღებაც დისტანციური მომსახურების ამ არხებითაა შესაძლებელი, შეგიძლიათ მომსახურე ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნოთ.