თუმცა, სანამ მოგზაურობის მიზნით დაზოგვაზე ვისაუბრებთ, ჯერ სესხებისა და დანაზოგების ალტერნატივები შევადაროთ და თითოეული მათგანის ნაკლსა და უპირატესობაზე ვისაუბროთ. საუკეთესო გადაწყვეტილებას კი ამ ორ ალტერნატივას შორის, გვჯერა, თავადაც გააკეთებთ.
დაზოგვა თუ სესხება?
სესხებას გაკვეული უპირატესოებები აქვს - ამ შემთხვევაში თანხა შეგიძლიათ მაშინვე მიიღოთ, იმოგზაუროთ და სესხი მერე გადაიხადოთ, დანაზოგით თანხის მოგროვება კი დროსთანაა დაკავშირებული, მით უმეტეს, რომ რაც უფრო ძვირი ჯდება მოგზაურობა, თანხის შესაგროვებლადაც მით მეტი დროა საჭირო. სესხება განსაკუთრებით მაშინაა ხელსაყრელი, თუ მოგზაურობა სპონტანურად გადაწყდა - მაგალითად, უცხოელმა მეგობარმა ქორწილში დაგპატიჟათ ან მეზობელ ქვეყანაში თქვენი საყვარელი ჯგუფის კონცერტი დაანონსდა. ასევე, შესაძლოა, კარგი სამოგზაურო შეთავაზება გამოჩნდეს - მაგალითად, სასტუმროს განახევრებული ფასი ან ავიაბილეთებზე ფასდაკლება და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ ღირდეს და სესხიც ამიტომ აიღოთ.
დანაზოგით თქვენი მიზანი, ამ შემთხვევაში მოგზაურობა, მართალია უფრო გვიან მიიღწევა, მაგრამ ნაკლები ხარჯით და სამომავლოდ გასასტუმრებელი ვალდებულებების გარეშე.
რამდენი უნდა იყოს დანაზოგი?
გადახედეთ თქვენს შემოსავლებსა და ხარჯებს და განსაზღვრეთ, ყოველთვიურად რამდენის დაზოგვა შეგიძლიათ მოგზაურობისთვის? ამასთან, დაიანგარიშეთ, დაახლოებით რა ხარჯები გექნებათ მოგზაურობისას ანუ რა თანხა გჭირდებათ ჯამში სამოგზაუროდ. შემდეგ კი სრული თანხა გაყავით ყოველთვიურად გადასადები თანხის რაოდენობაზე და მიიღებთ თვეების იმ რაოდენობას, რაც დაგჭირდებათ სასურველი დანაზოგის შესაგროვებლად ანუ სამოგზაუროდ მზადყოფნისათვის. თუ კი თქვენი მიზნის შესრულება შორეულად გეჩვენებათ, მაშინ შეეცადეთ, უფრო მეტი თანხა გადადოთ ყოველთვიურად. მაგრამ თუ ეს შეუძლებელია, გახსოვდეთ, რომ გამონათქვამი "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს" - მიზნების შესრულების ამოცანასაც მიესადაგება და რომ მცირე შემოსვლის პირობებშიც შესაძლებელია ფინანსური მიზნების მიღწევა, თუკი მოთმინებას გამოიჩენთ.
რა ხარჯები გექნებათ?
როცა უცნობია რამდენი და რისთვის გჭირდებათ, დანაზოგზე ფიქრი შედარებით რთულია. ამიტომ მნიშვნელოვანია, თავიდანვე დაიანგარიშოთ მოზაურობის ხარჯები, ანუ რა თანხა დაგჭირდებათ საბოლოდ. ასე უფრო კონცენტრირებული იქნებით მიზანზე.
სად ჯობია დაზოგვა?
როცა თანხას უბრალოდ, მაგალითად, სახლში ინახავთ, მისი დახარჯვა უფრო ადვილია, ცალკე, დეპოზიტზე გადადებული კი უფრო მიუწვდომელია და დახარჯვის ცდუნება ნაკლებად გექნებათ.
თუ სახელფასო ანგარიშით სარგებლობთ, დააზუსტეთ თქვენს მომსახურე ბანკში ავტომატური გადარიცხვის სერვისის გააქტიურების შესაძლებლობა და პირობები. ავტომატური გადარიცხვების სერვისის ფარგლებში თქვენს მიერ მითითებული თანხის რაოდენობას ყოველთვიურად, მითითებულ თარიღში, მაგალითად, ხელფასის ჩარიცხვისთანავე ავტომატურად გადარიცხავს სხვა ანგარიშზე, მაგალითად, თქვენს ზრდად დეპოზიტზე. შედეგად, არ დაგავიწყდებათ თანხის დასაზოგად გადადება და მანამდე გადაინახავთ ხელფასის ნაწილს, ვიდრე მის ხარჯვას დაიწყებდეთ. ინტერნეტბანკით, როგორც წესი, შეძლებთ მარტივად აკონტროლოთ, რა თანხა დაგროვდა თქვენს ზრდად დეპოზიტზე. ზოგიერთ ბანკში, ზრდადი დეპოზიტის გახსნა სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტბანკითაც შეგიძლიათ, ასევე შეგიძლიათ დეპოზიტს თქვენს ინტერნეტბანკში შესაბამისი სახელი - მაგალითად, „ჩემი ბედნიერი მოგზაურობა“ დაარქვათ და კიდევ უფრო კონცენტრირდეთ თქვენს მიზანზე.
რა ვალუტაში ჯობია დაზოგვა?
კიდევ როგორ შეიძლება მოგზაურობისთვის თანხის დაზოგვა/შეგროვება?
დეპოზიტს გარკვეული ვადით ხსნით, შესაბამისად, ეს თანხა უშუალოდ მოგზაურობის დაწყების წინ და მოგზაურობის დროს გახდება ხელმისაწვდომი.
როგორ დაზოგოთ/შეაგროვოთ კიდევ უფრო მეტი თანხა?
შესაძლებლობის შემთხვევაში, შეითავსეთ დამატებითი სამუშაო - რამდენიმე საათი კვირაში - რაც დამატებით შემოსავალს მოგიტანთ და ეს შემოსავალი მთლიანად მოგზაურობისთვის გადადეთ. გაიხსენეთ, რა უნარებს და ცოდნას ფლობთ თქვენი ძირითადი პროფესიის გარდა და გამოიყენეთ ის მეტის გამოსამუშავებლად. მაგალითად, მოსწავლეების მომზადება, ხელნაკეთი ნივთების დამზადება და გაყიდვა და სხვა.
შეამცირეთ არააუცილებელი ხარჯები - მაგალითად, არ იყიდოთ მზა ყავა და მოამზადეთ ის შინ, სამსახურში და სასწავლებელში სახლში მომზადებული ლანჩი წაიღეთ, ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ა.შ. გადახედეთ თქვენს ხარჯებს და უკეთ დაინახავთ, რისი შემცირება ან ჩანაცვლება არის უფრო მოსახერხებელი თქვენთვის, რის გარეშე ცხოვრებას შეძლებთ მოგზაურობამდე - ეს დაზოგილი თანხა ხომ თქვენი მოგზაურობისთვის დანაზოგს დაემატება;
დაზოგეთ მორჩენილი ხურდები - შეგიძლიათ დღის განმავლობაში მორჩენილი ხურდები ყულაბაში ჩაყაროთ: ამ გზით ცოტ-ცოტა, მაგრამ მაინც გარკვეული თანხა დაემატება თქვენს დანაზოგს.
გაყიდეთ არასაჭირო ნივთები - გადახედეთ, გაქვთ ისეთი ნივთები სახლში, რაც კარგ მდგომარეობაშია, თუმცა აღარ ან იშვიათად იყენებთ? არსებობს სპეციალური ჯგუფები სოცილურ ქსელში ან სხვა პლატფორმები, სადაც ასეთ ნივთებს ყიდიან. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა მიღებული თანხა მოგზაურობისთვის გადადეთ.
დაბოლოს, რაც უფრო ადრე დაიწყებთ თანხის დაზოგვას, მით უფრო მალე აისრულებთ თქვენს სურვილს იმოგზაუროთ და დაისვენოთ სასიამოვნოდ.
მსგავსი თემები
- სავალუტო რისკების მართვა
- დაზოგვა ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ
- რჩევები ხარჯების შესამცირებლად
- სტუდენტობის დროს გასათვალისწინებელი რჩევები
- ქორწინების შემდეგ გასათვალისწინებელი ფინანსური რჩევები
- როგორ შექმნათ დანაზოგი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის?
- როცა შვილის სტუდენტობას გეგმავთ
- 7 ნაბიჯი საპენსიო ასაკისთვის მოსამზადებლად