კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

სესხის უზრუნველყოფის სახეები

პრაქტიკაში სესხის უზრუნველყოფის სხვადსხვა სახე შეგხვდებათ: უძრავი ქონება - შენობა-ნაგებობა, მიწა; მოძრავი ქონება - ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები, ბანკში განთავსებული ანაბარი. სესხის უზრუნველყოფის ერთგვარ სახედ შეგვიძლია ჩავთვალოთ, ასევე, ფიზიკური ან იურიდიული პირის თავდებობა.  

ზოგჯერ უზრუნველყოფის ტიპს სასესხო პროდუქტი განსაზღვრავს. მაგალითად, იპოთეკური სესხის აღებისას, სესხის შინაარსიდან გამომდინარე, უზრუნველყოფის სახით საჭირო იქნება უძრავი ქონება წარადგინოთ, ხოლო ავტო სესხის შემთხვევაში - შესაძენი ავტომობილი. რიგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის მიმართ მოთხოვნები დადგენილია საკანონმდებლო დონეზეც, თუმცა, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფის ტიპი და საჭიროება ძირითადად მაინც საკრედიტო ორგანიზაციის შიდა პოლიტიკის შესაბამისად დგინდება და დიდწილად მსესხებლისა და მასზე გასაცემი სესხის რისკიანობის დონეზეა დამოკიდებული.