კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საბანკო დეპოზიტები

როდესაც ფიქრობთ, თუ როგორ და სად დაზოგოთ თანხა, შეიძლება მიხვიდეთ გადაწყვეტილებამდე, რომ სახლში თანხის შენახვა თქვენთვის ნაკლებად ხელსაყრელია. სხვა რისკებთან ერთად, სახლში თანხის დაგროვებას ფულის გაუფასურებისა და ფიზიკური დაზიანების, ასევე სხვა პირების მხრიდან მისი მითვისების მაღალი რისკები ახლავს თან. ამიტომ, დაგჭირდებათ ისეთი ხერხის შერჩევა, რომელიც ამ რისკებისგან დაგაზღვევთ. 

დღესდღეობით, დაზოგვისა და თანხის შენახვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება საბანკო დეპოზიტებით სარგებლობაა.

დეპოზიტი მომხმარებლის მიერ ბანკში გარკვეული პერიოდით ან უვადოდ განთავსებული თანხაა, რომელსაც ერიცხება საპროცენტო სარგებელი. ამ თანხას ანაბარსაც ეძახიან.