ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან ურთიერთობისას
თქვენ უფლება გაქვთ
მოითხოვოთ ტრანზაქციის გაუქმება
მოითხოვოთ დეტალური ინფორმაცია
მოითხოვოთ დეტალური ინფორმაცია გადაცვლის ოდენობასა და, არსებობის შემთხვევაში, არსებული საკომისიოს შესახებ.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია
განათავსოს თვალსაჩინო ადგილას ინფორმაცია ვალუტის კურსის და საკომისიოს შესახებ
თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსების ამსახველი ელექტრონული დაფა, რომელზეც ერთნაირი შრიფტით, ზომითა და განათებით ასახული უნდა იყოს ყიდვა-გაყიდვის კურსები, საკომისიოები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მათ შორის, საყურადღებო კურსიც. ამასთან, კურსი საყურადღებოდ მაშინ მიიჩნევა, როცა ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა აღემატება 3%-ს ან როდესაც ვალუტის შესყიდვის ან/და გაყიდვის კურსი 3%-ით ან მეტით არის განსხვავებული იმ დღისათვის არსებულ სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსისგან.
მსგავსი თემები
- რჩევები ფინანსური პროდუქტის შეძენამდე
- რჩევები ფინანსური პროდუქტით სარგებლობისას
- როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პრეტენზია გაქვთ?
- როგორ მართოთ აღებული ვალდებულება?
- ვალუტის გადამცვლელი პუნქტი
- ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულებები
- ძირითადი საკანონმდებლო ჩარჩო
- საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან ურთიერთობისას