მზღვეველი ვალდებულია შეისწავლოს პრეტენზია გონივრულ ვადაში და დაუყოვნებლივ გაცნობოთ შესწავლის შედეგები, იმავე ფორმით რა ფორმითაც მიმართეთ მას (თუ სხვაგვარად არ შეთანხმდით). მზღვეველის მიერ გაცემული პრეტენზიის შესწავლის შედეგები უნდა მოიცავდეს არგუმენტირებულ დასაბუთებას და თუ ეს შესაძლებელია, უზრუნველყოფდეს პრეტენზიის რეგულირების პირობების შეთავაზებას.
სადაზღვევო ორგანიზაციებში პრეტენზიის განხილვის ვადა და პროცედურა განსხვავებულია. ცალკეული მზღვეველის პრეტენზიების განხილვის პროცედურა შეგიძლიათ იხილოთ სადაზღვევო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმებით პრეტენზიაზე მიღებულ პასუხს, არ მიგიღიათ პასუხი 30 დღის ვადაში ან ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები ირღვევა, უფლებამოსილი ხართ, განცხადებით მიმართოთ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.
მსგავსი თემები
- საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან ურთიერთობისას
- მზღვეველთა პასუხისმგებლობები
- რჩევები ფინანსური პროდუქტის შეძენამდე
- ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან ურთიერთობისას
- ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულებები
- საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთან ურთიერთობისას
- როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პრეტენზია გაქვთ
- სესხის ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება