კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი

ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი ფინანსური ანგარიშგების ფორმაა, რომლის მიზანსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში საწარმოო ფულადი სახსრების შემოსავლისა და გასვლის შესახებ ინფორმაციის ჩვენება წარმოადგენს.  

დამფინანსებლებს ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი აინტერესებთ იმისთვის, რომ დაინახონ, თუ რამდენად შესწევს ბიზნესს უნარი, გამოიმუშაოს თავისუფალი ფული. საწარმოს მიერ მიღებული მოგება და ფულადი სახსრები, როგორც წესი, ერთმანეთს არ ემთხვევა.  

მაგალითი: თქვენ შეიძლება მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით გქონდეთ გარკვეული მოგება, თუმცა რეალურად აღმოჩნდეს, რომ მითითებული ოდენობის თანხა ბიზნესიდან არ დაგრჩენიათ, რადგან მოგება-ზარალის უწყისში შემოსავალში გათვალისწინებულია ისეთი თანხები, რომელთა მიღებას ჯერ კიდევ ელოდებით (მაგალითად, დებიტორული დავალიანება, ანუ კლიენტებისგან მისაღები ფული); ან, პირიქით, რეალურად გქონდეთ მეტი თანხა, მაგრამ, მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით, მოგება ნაკლები იყოს. აღნიშნულს იწვევს ისეთი ხარჯები, რომლებიც, მოგება-ზარალის უწყისის მიხედვით, მოგებას ამცირებს, მაგრამ მათ სანაცვლოდ თანხა ჯერ არ გადაგიხდიათ (მაგალითად, გადასახდელი ხარჯები: დაზღვევა, იჯარა და სხვ.).
 

ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის შაბლონი შეგიძლიათ იხილოთ აქ.