რა არის ავტოსესხი?
რა პირობებით გაიცემა ავტოსესხი?
სხვა თანაბარ პირობებში, ახალი ავტომობილის შესაძენად დადგენილი სესხის ლიმიტები ძირითადად, უფრო მაღალია, ვიდრე მეორადი ავტომობილის შემთხვევაში. ასევე, სესხის გაცემამდე წინასწარ შეგიძლიათ დაადგინოთ, ავტომობილის ღირებულებას კრედიტორი სრულად დაგიფინანსებთ, თუ თქვენი თანხის დამატებაც დაგჭირდებათ.
ავტოსესხის აღებასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯებიდან სპეციფიკურია ავტომობილის დაზღვევისა და მისი გირავნობის რეგისტრაციის ხარჯები. რიგ შემთხვევაში, ავტომობილის მხოლოდ კრედიტის მოცულობით და არა მისი საბაზრო ღირებულებით დაზღვევა მოითხოვება და, შესაბამისად, სადაზღვევო პრემია შედარებით დაბალია. თუმცა, სადაზღვევო შემთხვევისას ზარალიც მაქსიმუმ სადაზღვევო თანხის ფარგლებში ან შესაბამისი პროპორციით ანაზღაურდება.
მსგავსი თემები
- რჩევები სესხის აღებამდე
- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სესხის პირობების გაცნობისას
- როგორ მართოთ აღებული ვალდებულება?
- რა ხარჯი გემატებათ
- საკრედიტო ბარათი
- რა არის საკრედიტო ისტორია? ვინ არიან სესხთან დაკავშირებული პირები?
- მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება
- რა შეკითხვები უნდა დასვათ ფინანსურ ორგანიზაციასთან