საკრედიტო საინფორმაციო ბიურო (საკრედიტო ბიურო ან ბიურო) საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია, რომელიც:
- აგროვებს, ინახავს, ამუშავებს და გასცემს პირის შესახებ საკრედიტო ინფორმაციას. მომხმარებლების მიერ აღებული სესხების და სხვა ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია მის მონაცემთა ბაზაში ინახება და მომხმარებლის საკრედიტო ისტორიას ქმნის.
- მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსა და მისი მომსახურებით მოსარგებლე სხვა პირებს საკრედიტო ბიურო აჩვენებს, თუ როგორ ფარავს/ფარავდა მომხმარებელი სესხებს თუ სხვა ვალდებულებებს.
- საკრედიტო ისტორიაზე დაყრდნობით ადგენს და ანგარიშობს მომხმარებლის საკრედიტო ქულასა და რეიტინგს, რომლებიც, თავის მხრივ, აჩვენებს დაინტერესებულ პირებს, თუ რა რისკთან არის დაკავშირებული მომხმარებლისთვის ფულის სესხება თუ სხვა ვალდებულების დაკისრება და რა ალბათობით შეძლებს მომხმარებელი თანხის გადახდას.
საქართველოში საკრედიტო ბიუროს სტატუსით მხოლოდ ერთი ორგანიზაციაა დარეგისტრირებული - სს „კრედიტინფო საქართველო“.
მომხმარებელს შეუძლია დარეგისტრირდეს კრედიტინფო საქართველოს ვებგვერდზე და ისარგებლოს ფასიანი და უფასო მომსახურებებით.
მსგავსი თემები
- საგადახდო მომსახურების პროვაიდერი
- საკრედიტო საინფორმაციო ბიურო
- რა სიხშირით ახლდება ინფორმაცია საკრედიტო რეპორტში?
- საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთან ურთიერთობისას
- კრედიტორები და ეროვნული ბანკის ზედამხედველობა
- ფასიანი ქაღალდების ბაზრის წარმომადგენლები
- რის საფუძველზე ხდება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში თქვენი მონაცემების გადამოწმება?
- ვალუტის გადამცვლელი პუნქტი