ტერმინები
- 
	ტრანზაქცია
	სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის: თანხის შეტანის, გადარიცხვის, განაღდების და ა. შ. – შესრულება. 
- 
	ტრანში (სესხის ტრანში)
	მთლიანი სესხის ნაწილი, რომელიც საფინანსო ინსტიტუტის მიერ არის გასაცემი, ან მომხმარებლის მიერ არის გადასახდელი. 
- 
	უპირობო ფრანშიზა
	უპირობო ფრანშიზა - თანხა, რომელიც აკლდება ასანაზღაურებელ ოდენობას თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს. მზღვეველი არ გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას თუ ზიანი ფრანშიზის ოდენობაზე ნაკლებია. 
- 
	ფაქსიმილია
	ხელმოწერა ბეჭდის (კლიშე) გამოყენებით, რომელზეც დატანილია ხელმოწერის ზუსტი ასლი. ფაქსიმილიას უწოდებენ, ასევე, ხელმოწერის ნიმუშსაც. 
- 
	ფინანსური ანალიზი
	პირის (იურიდიული, ფიზიკური) ფინანსური მდგომარეობის, რისკებისა და საქმიანობის შედეგების ობიექტურად შეფასება. 
- 
	ფინანსური პროდუქტი
	ჩვენი საიტის მიზნებისათვის ტერმინებით „ფინანსური პროდუქტი“ ან „პროდუქტი“ იგულისხმება ნებისმიერი მომსახურება, რომელსაც მომხმარებელი იღებს ფინანსური ორგანიზაციისგან, მაგალითად, სესხი, დეპოზიტი, ანგარიში, ბარათი და სხვა. 
- 
	ფიქსირებული ხარჯები
	ხარჯები, რომლებიც არ იცვლება დროის გარკვეულ მონაკვეთში. 
- 
	ფრანშიზა
	თანხის ის ოდენობა, რომელსაც მზღვეველი არ ანაზღაურებს. ...
- 
	ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი
	ფინანსური დოკუმენტი, რომელშიც ასახულია დროის კონკრეტულ მონაკვეთში კომპანიაში შემომავალი და კომპანიიდან გამავალი ფულადი სახსრები. 
- 
	ქონება მოძრავი
	ქონება, რომელიც არ არის უძრავი და შესაძლებელია მისი გადაადგილება, მაგ.: ავტომობილი, მანქანა-დანადგარები და ა. შ. 
- 
	ქონება უძრავი
	უძრავ ქონებას მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი, არსებული წიაღისეულით და მასზე აღმოცენებული მცენარეებით, ასევე შენობა-ნაგებობები, რომლებიც მყარად დგას მიწაზე, მაგ.: საცხოვრებელი სახლი, საწარმოო ნაგებობა. 
- 
	ყადაღა
	ქონების მესაკუთრისთვის საკუთრებით სარგებლობისა და განკარგვის აკრძალვა ან შეზღუდვა. ყადაღა შეიძლება დაედოს უძრავ -მოძრავ ქონებას, საბანკო ანგარიშებს, ფასიან ქაღალდებს და ა. შ. ყადაღის დადება შეუძლია სასამართლოს/არბიტრაჟს ან სხვა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს (მაგ.: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, სსიპ შემოსავლების სამსახური და სხვ.). 
- 
	ცვლადი ხარჯები
	ხარჯები, რომლებიც იცვლება დროის გარკვეულ მონაკვეთში. 
- 
	წინსწრებით დაფარვის საკომისიო
	თანხა, რომლის გადახდაც, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ეკისრება მომხმარებელს იმ შემთხვევაში, თუ ის სესხის დარჩენილ ძირითად თანხას სრულად ან ნაწილობრივ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თარიღის დადგომამდე დაფარავს. 
 
				 
			 
	