კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ტრენინგი თბილისში - „ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების ფინანსური გზამკვლევი“

საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუ (www.finedu.gov.ge) სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 27 აგვისტოს თბილისში ემიგრანტებისთვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტრენინგებს ჩაატარებს.

ტრენინგები მიზნად ისახავს ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერას მათთვის მნიშვნელოვანი ფინანსური განათლების თემებზე ინფორმაციის მიწოდების გზით. 

ფინანსური განათლების შესახებ ცოდნის ამაღლება ემიგრანტებსა და მათ ოჯახის წევრებს ფინანსური მიზნების სწორად დასახვასა და ფინანსურ ბაზარზე არსებული შესაძლებლობების გაცნობაში, ასევე, საკუთარი თანხების ოპტიმალურ განკარგვაში დაეხმარებათ. აღნიშნულ თემებზე ფინედუს ორგანიზებით რამდენიმე შეხვედრა უკვე ჩატარდა როგორც ონლაინ ვებინარების, ისე პირისპირი ტრენინგის  ფორმატით და დამსწრეთა დადებითი გამოხმაურებაც მოიპოვა.

ტრენინგის ფორმატი ითვალისწინებს როგორც სალექციო ნაწილს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და მონაწილეთა ჩართულობას. 

 ტრენინგი ჩატარდება:

27 აგვისტო (14:00 -19:00 საათი)- ქ. თბილისი, საქართველოს ეროვნული ბანკი (ზვიად გამსახურდიას სანაპირო #1)

 ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • დაზოგვა და პირადი ბიუჯეტი - გზა ფინანსური მიზნების მისაღწევად
  • ფინანსური სისტემა და კომერციული ბანკები
  • საბანკო პროდუქტები და სავალუტო რისკები
  • მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები
  • მეწარმეობა
  • საინვესტიციო შესაძლებლობები
  • ფინანსური უსაფრთხოება

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა ნებისმიერი დაინტერესებული ემიგრანტის და ემიგრანტის ოჯახის წევრისათვის. 

 სარეგისტრაციო ფორმა:  https://forms.gle/KoDjYDQZNJnUAcR26

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და დაკავშირება მოხდება რეგისტრირებულთა რიგითობის შესაბამისად.