პროექტი განკუთვნილია VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის.
შეხვედრები ორიენტირებული იქნება თეორიული მასალის მიწოდებაზე, შესაბამის პრაქტიკულ სავარჯიშოებზე, დისკუსიასა და სხვადასხვა სახალისო აქტივობის ჩატარებაზე, რაც მოსწავლეებს პირადი ფინანსების მართვის უნარების გაუმჯობესებასა და ფინანსური განათლების საჭიროების უკეთ გაცნობიერებაში დაეხმარება.
შეხვედრების ჩატარების ადგილია - საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისი.
თემა - „სურვილებიდან ფინანსურ დამოუკიდებლობამდე“.
ხანგრძლივობა - 2 საათი.
შეხვედრები დაიგეგმება 2026 წლის ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციის ფორმა დაიხურება დარეგისტრირებული კლუბების რაოდენობის შევსებისთანავე. შერჩევისას გათვალისწინებული იქნება რეგისტრაციის გავლის რიგითობა.