ფინედუ კონკურსით - "ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2027" - დაინტერესებული მასწავლებლებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას გეგმავს.
შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი მასწავლებლებს გააცნობს კონკურსის იდეას, მონაწილეობის პირობებსა და შეფასების კრიტერიუმებს, უპასუხებს დასმულ შეკითხვებს.
საინფორმაციო შეხვედრის დეტალები:
თარიღი და დრო: 26 ოქტომბერი, 16:00 საათი
ფორმატი: ონლაინ
როგორ შეიძლება დაესწროთ შეხვედრას და დასვათ შეკითხვები?
1. Zoom პლატფორმაზე დასწრება შესაძლებელი იქნება ქვემოთ მოცემულ ბმულზე შემოსვლით:
https://us06web.zoom.us/j/85627599838?pwd=j6vI4AClr3zeXnhZRHLlDARJEaLVn2.1
Meeting ID: 856 2759 9838
Passcode: 938494
შეკითხვების დასმა შესაძლებელი იქნება ზეპირად ან წერილობით (ე.წ. ჩატ-ის გამოყენებით).
2. ფინედუს ფეისბუქგვერდის (www.facebook.com/finedu.gov.ge) პირდაპირი ეთერის (Facebook Live) ყურებით.
შეკითხვების დასმა შესაძლებელი იქნება წერილობით, იმავე ეთერის (Live-ის) კომენტარების საშუალებით.
თუ ვერ ახერხებთ დასწრებას, მაგრამ გაქვთ შეკითხვები
მათ, ვინც შეხვედრაზე დასწრებას/თვალის მიდევნებას ვერ ახერხებენ, შეუძლიათ წინასწარ გამოგზავნონ შეკითხვები ელექტრონულ ფოსტაზე info@finedu.gov.ge ან ფეისბუქგვერდზე მესენჯერის საშუალებით. შეკითხვებს პასუხები გაეცემა შეხვედრის მსვლელობისას.
შეხვედრის სრული ჩანაწერი კი დარჩება ფინედუს ფეისბუქგვერდზე 1 თვის განმავლობაში, ასევე, აიტვირთება ფინედუს YouTube არხზე (https://www.youtube.com/c/FineduGeorgia).
ინფორმაცია კონკურსის შესახებ"ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო" საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების ეროვნული პლატფორმა "ფინედუს" (www.finedu.gov.ge) მიერ ორგანიზებული კონკურსია, რომელიც სს "ბაზისბანკის" მხარდაჭერით წელს უკვე მეორედ გამოცხადდა.
კონკურსის მიზანია სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების ხელშეწყობა, ინოვაციური სასწავლო მეთოდების წახალისება და იმ მასწავლებელთა აღიარება, რომლებიც ფინანსური განათლების გავრცელებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ.
წლევანდელ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოქმედ მასწავლებლებს, რომლებიც 2026-2027 სასწავლო წლის განმავლობაში ფინანსური განათლების ინიციატივებს განახორციელებენ.