კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

პანელური შეხვედრა „საინვესტიციო და სამეწარმეო შესაძლებლობები ემიგრანტებისთვის“

ჩვენი თანამოქალაქეები ემიგრაციის ურთულეს გზას ძირითადად ფინანსური კეთილდღეობისთვის ირჩევენ. ეს გზა გამოწვევებითაა სავსე, უცხო ქვეყნის შრომით ბაზარზე მორგება ემიგრანტებისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა ფული, რომელმაც ფინანსური მდგრადობა უნდა მოიტანოს, ზოგჯერ არასწორი მიზნობრიობით, ზოგჯერ კი არაეფექტურად იხარჯება. 

მიზეზი არაერთია, რომელთა შორის შეიძლება დავასახელოთ ინფორმაციის ნაკლებობა ემიგრაციაში გამომუშავებული ფულის ინვესტირების და დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

საინვესტიციო და სამეწარმეო ბაზარი სწორედ ასეთ შესაძლებლობებს განეკუთვნება, რომლებიც ერთდროულად, რისკების გათვალისწინებასა და გონივრული გადაწყვეტილებებს, საბოლოო ჯამში კი, ფინანსურ განათლებას საჭიროებს. 

პანელური შეხვედრა  - „საინვესტიციო და სამეწარმეო შესაძლებლობები ემიგრანტებისთვის“, რომელიც მიგრანტთა საერთაშორისო დღეს ეძღვნება, ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწორედ ასეთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემებს გაშლის  

სპიკერები უპასუხებენ კითხებს: 

• რატომ არის მნიშვნელოვანი ფინანსური განათლება ემიგრანტებისთვის ეროვნული ბანკის პერსპექტივიდან?

• როგორი საინვესტიციო და სამეწარმეო შესაძლებლობები არსებობს ქართულ ბაზარზე?

• რა სერვისებს სთავაზობენ საბროკერო კომპანიები ბაზარს?

• რა ალტერნატივები და შესაძლებლობები არსებობს?

• რა რისკების გათვალისწინებაა საჭირო, როგორ და რაზე დაფუძნებით უნდა მოხდეს ალტერნატივების შეფასება და გონივრული გადაწყვეტილებების მიღება?

LIVE პანელური შეხვედრის ჩატარების თარიღი და დრო:  

18 დეკემბერი

16:00 საათი

სპიკერები:

დავით აბესაძე - საქართველოს ეროვნული ბანკი, ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი

სესილი ტაბატაძე - „აწარმოე საქართველოში“, საკონსულტაციო ცენტრების პროექტის ხელმძღვანელი

ბაქარ მარუაშვილი - „თიბისი კაპიტალი“, საბროკერო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი

დავით ნიშნიანიძე - „გალტ ენდ თაგარტი“, საბროკერო დეპარტამენტის უფროსი

რატი მორჩილაძე - „ფორსაით ინვესტმენტ გრუპ“, დირექტორის მოადგილე 

LIVE პანელური შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლია. გარდა ამისა, მსმენელს შესაძლებლობა ექნება, თემასთან დაკავშირებული კითხვა დასვლას ფეისბუქზე, Live-ის კომენტარის სახით

მათთვის, ვისთვისაც უფრო მისაღები იქნება შეკითხვები დასვას ვინაობის/ფეისბუქის პროფილის მითითების გარეშე, შესაძლებელი იქნება კითხვების მიღება შემდეგ ბმულზე - https://forms.gle/BLWzjx96GNqEp7Tp9, როგორც ღონისძიებამდე, ისე ღონისძიების მსვლელობისას 

დასმულ შეკითხვებზე პასუხებს  სპიკერები LIVE-ის დროს უპასუხებენ.