- ონლაინ ფორმატი - 16, 18, 19, 22, 23 ივნისი;
- ფიზიკური დასწრების ფორმატი ბათუმში - 30 ივნისი, 1-2 ივლისი
ტრენინგები გათვალისწინებულია საგან "მოქალაქეობის" მასწავლებლებისათვის. მათზე განხილული იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით მე-7 და მე-9 კლასებისთვის განსაზღვრული შემდეგი ფინანსური და ეკონომიკური საკითხები:
- ფული და ბარტერი
- ბაზარი (მოთხოვნა-მიწოდება) და ფასი
- საჯარო და კერძო საკუთრება
- შემოსავალი, ხარჯვა და ბიუჯეტირება
- დაზოგვა და დეპოზიტები
- პროფესია და სამსახური
- სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები
- საფინანსო ორგანიზაციები და ფინანსური პროდუქტები
- დაზღვევა
- მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა
- ფინანსური თაღლითობა და ფინანსური უსაფრთხოება
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ:
- სერტიფიკატი (ყველა დღეს დასწრების შემთხვევაში) და
- სასწავლო მასალა პრაქტიკული საკლასო აქტივობებით.
ტრენინგზე დასწრება უფასოა. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
დაინტერესებულ მასწავლებლებს ტრენინგზე დასასწრებად გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ერთ-ერთი ჯგუფი დაგეგმილი ფორმატისა და თარიღების მიხედვით და გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის ბმულზე:
1) ჯგუფი #1 - ონლაინ ტრენინგი
თარიღები - 16, 18, 19, 22, 23 ივნისი - 15:00-18:00 სთ
ფორმატი - ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით
2) ჯგუფი #2 - პირისპირი ტრენინგი - ბათუმი
თარიღები - 30 ივნისი, 1-2 ივლისი - 09:45-15:45 სთ
მისამართი: ბათუმი, გიორგი ლეონიძის ქ. N15, ტექნოპარკი