"სკოლა-ბანკის" პროექტის სიტუაციური ანალიზი
ეროვნულმა ბანკმა და Child and Youth Finance International-მა პროექტის "სკოლა-ბანკი" შესახებ პუბლიკაცია მოამზადეს
ეროვნულმა ბანკმა და Child and Youth Finance International-მა პროექტის "სკოლა-ბანკი" შესახებ პუბლიკაცია მოამზადეს
ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით, საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის დეპარტამენტი გთავაზობთ ინფორმატიულ და საგანმანათლებლო ბროშურებს, ინფოგრაფიკებსა და გამოცემებს ფინანსური ბაზრების სხვადასხვა ინსტრუმენტებზე, მონაწილეებზე, პროცესებსა და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ როგორც საბაზისო ისე შედარებით კომპლექსურ საკითხებზე.
"ფინანსური განათლების წლის" ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ევროპული ფონდის სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამასთან (EFSE DF) თანამშრომლობითა და ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) ჩართულობით მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ფინანსური განათლების პროგრამა განავითარა
"ფინანსური განათლების წლის" ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის" განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერით სკოლის მოსწავლეებისთვის ორი საგანმანათლებლო ბროშურა - "მოგზაურობა ფულის სამყაროში" და "ფინანსური განათლების სახელმძღვანელო" - შეიმუშავა.
"სკოლა-ბანკი" საქართველოს ეროვნული ბანკისა და Child and Youth Finance International-ის (CYFI)1 მიერ შემუშავებული პროგრამაა, რომელიც მოზარდებში ფინანსური განათლების ამაღლებას ემსახურება.
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური წიგნიერების ამაღლებაზე ზრუნვას. კომიქსი "დაგროვების ამბავი" ახალგაზრდა მკითხველს სახალისო ფორმითა და მარტივი ენით მოუთხრობს დაზოგვის, ფინანსური მიზნების დასახვის, მომავალზე ზრუნვისა და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ.