კონკურსი 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს გამოცხადდა და მიზნად ისახავდა საქართველოს რეგიონების სასკოლო სივრცეებში ფინანსური განათლების თემებზე დისკუსიის წახალისებას, ასევე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სეგმენტში ფინანსური განათლების საკითხების სწავლის პროცესის ეფექტიანობის ზრდას.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც, აღნიშნული კონკურსი ჩატარდა ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე, კონკურსის ფარგლებში სკოლის ნებისმიერ წარმომადგენელს უნდა გამოეგზავნა საკონკურსო განაცხადი, რომლიც აჩვენებდა მათი სკოლისთვის ფინედუს კუთხის საჭიროებას და შემდგომში მის პრაქტიკულ გამოყენებას. მეორე ეტაპზე კი გამარჯვებულმა სკოლებმა უნდა უზრუნველყონ მათ მიერ გამოგზავნილი პროექტების განხორციელება.
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ ორ კატეგორიაში: "ჟიურის რჩეული" და "მომხმარებლის რჩეული". კონკურსის პირობები და გამარჯვებულების შერჩევის კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე.
კონკურსის ფარგლებში სულ შემოვიდა 62 სკოლის პროექტი, საიდანაც გამარჯვებულებულებს შორის დასახელდა 21 სკოლა. გამარჯვებულები დასახელდნენ საქართველოს რეგიონების 7 ქალაქიდან და 9 სოფლიდან.
გამარჯვებულ სკოლებს ფინედუ გადასცემს კუთხის შექმნისთვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსებს, ხოლო გამარჯვებულ მასწავლებლებს წიგნების გამომცემლობების 130 ლარის ღირებულების ვაუჩერს.
კონკურსი ჩატარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს ორგანიზებითა და სს "ბაზისბანკი" და სს "მიკრობანკი ემბისის" მხარდაჭერით.
კატეგორიაში "ჟიურის რჩეული" გამარჯვებულები არიან:
- არჩილ თოდუა - სსიპ ქალაქ ზუგდიდის № 9 საჯარო სკოლა;
- ბაია მაჩიტიძე - სსიპ ქალაქ ქუთაისის № 33 საჯარო სკოლა;
-
გუგული ანანიძე - სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლა;
-
თეა (ნატო) ლომიტაშვილი - სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლა;
-
თეა ხუროშვილი - სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლა;
-
იზოლდა არზუმანიდუ - სსიპ ქალაქ ბოლნისის № 5 საჯარო სკოლა;
- ინგა გეგეშიძე - სსიპ ქალაქ ბათუმის № 16 საჯარო სკოლა;
-
ირინა ჭაფოძე - სსიპ ქალაქ ქუთაისის № 45 საჯარო სკოლა (რესურსსკოლა);
-
ირმა ქარდავა - სსიპ ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის ქალაქ ჯვარის № 1 საჯარო სკოლა,
-
ლალი თავართქილაძე - შპს ლედა სკოლა მონპარნასი (ქ. ბათუმი);
- ნანა კუპრეიშვილი - შპს ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი (ქ. ქუთაისი);
-
ნინო გაბუნია - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის № 3 საჯარო სკოლა;
-
ნინო კახნიაშვილი - სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლა;
-
ნინო სამხარაული - სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის № 3 საჯარო სკოლა;
- ნინო სამხარაული - სსიპ შალვა ბედოიძის სახელობის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის №1 საჯარო სკოლა;
-
ნოდარ ცაგარეიშვილი - სსიპ აფხაზეთის № 5 საჯარო სკოლა;
-
რუსუდან გონაშვილი - სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა;
-
სოფიო ქუხილავა - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლა;
- ქრისტინა ქუთათელაძე - ააიპ წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია;
-
ხათუნა დუმბაძე - სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა.
კატეგორიაში "მომხმარებლის რჩეული" გამარჯვებულია:
21. თეა ჭუმბურიძე და ფაქიზო-ფატი ფანჩულიძე - სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს № 1 საჯარო სკოლა.