კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი პოსტერების კონკურსი იწყება

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge  უერთდება 2 მაისს დაზღვევის დღის აღნიშვნის იდეას და საზოგადოებაში დაზღვევის არსისა და მისი პროდუქტების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო სამსახურთან ერთად და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით აცხადებს პოსტერების კონკურსს სახელწოდებით „თუ მომავალი დაზღვეულია“.

კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულ პირს მოეთხოვება შექმნას პოსტერი დაზღვევის თემატიკაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს

კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2 მაისს, გამარჯვებისათვის დაწესებულია შემდეგი პრიზები:

კატეგორიაში „მომხმარებლის რჩეული“ გამარჯვებულს გადაეცემა 500 (ხუთასი) ლარი, რომელსაც გადასცემს სს ბაზისბანკი;

კატეგორიაში „სადაზღვევო კომპანიის რჩეული“ გამარჯვებულებს გამოავლენს და შესაბამის პრიზს გადასცემენ შემდეგი სადაზღვევო ორგანიზაციები:

  • 500 ლარიანი ფულადი პრიზი - საკუთარ რჩეულს გამოავლენს და პრიზს გადასცემს  სს სადაზღვევო კომპანია იმედი ელ;
  • 500 ლარიანი ფულადი პრიზი - საკუთარ რჩეულს გამოავლენს და პრიზს გადასცემს სს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია;
  • 500 ლარიანი ფულადი პრიზი - საკუთარ რჩეულს გამოავლენს და პრიზს გადასცემს პსპ დაზღვევა
  • სამოგზაუროდ საჭირო ნივთებისგან დაკომპლექტებული ნაკრები - საკუთარ რჩეულს გამოავლენს და პრიზს გადასცემს სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია;
  • პლანშეტი -საკუთარ რჩეულს გამოავლენს და პრიზს გადასცემს სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი.

ნაშრომების მიღება გაგრძელდება 27 აპრილის 23:59 საათის ჩათვლით

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

პოსტერების კონკურსის მხარდამჭერი ორგანიზაციებია: სს ბაზისბანკი; სს პსპ დაზღვევა; სს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია; სს სადაზღვევო კომპანია იმედი ელი; სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი და სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია.