17 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბანკში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის "ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის" ფინალური ღონისძიება გაიმართა.
ფინალურ ეტაპზე გუნდები საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს საბანკო ასოციაციის, სს "თიბის ბანკისა" და სს "ბაზისბანკის" წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა. საბოლოოდ გამოვლინდა 3 გამარჯვებული გუნდი:
1. გუნდი "The Reading Circle"
გუნდის წევრები:
- მარიამ გეგუჩაძე
- მარიამ ზოიძე
- მარიამ ჭკუასელი
- ნინი ოქრაძე
მენტორი - მარიამ ბოლქვაძე
2. გუნდი "დაზღვევის ელფები"
გუნდის წევრები:
- ლუკა ზოიძე
- გიგა გოგიტიძე
მენტორი - ამირან ხიმშიაშვილი
3. გუნდი "მომავლის თაობა"
გუნდის წევრები
- ნინო გელავა
- თამარ გუმბერიძე
- რუსუდან ბიწაძე
- ნია ნიჟარაძე
მენტორი - ლელა ფარსენაძე
გუნდების ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
გამარჯვებული გუნდები პროექტის მხარდამჭერი კომერციული ბანკებისგან ფულადი ჯილდოს სახით 1000-1000 ლარს მიიღებენ.
კონკურსი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, 12 აგვისტოს გამოცხადდა და მისი იდეა იყო ახალგაზრდების იდეების წასახალისება, ასევე, ფინანსური განათლების საკითხების ახალგაზრდობის სეგმენტზე მორგებული გზებისა და მეთოდების დაინიცირება. მასში მონაწილეობა 15-25 წლის წევრებისგან შემდგარმა 22-მა გუნდმა მიიღო. მათგან ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 5 გადავიდა.
კონკურსი საქართველო ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს ორგანიზებით, ასევე, სს "თიბისი ბანკის", სს "ბაზის ბანკისა" და ააიპ საქართველოს საბანკო ასოციაციის ჩართულობით განხორციელდა.