კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

საინფორმაციო შეხვედრა მასწავლებლებთან

27 ივნისს ფინედუზე გამოცხადებული კონკურსის "ფინანსური განათლება სკოლაში ფარგლებში კონკურსით დაინტერესებული მასწავლებლებისათვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. 

შეხვედრაზე ეროვნული ბანკისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა მასწავლებლებს გააცნეს კონკურსის იდეა და მონაწილეობის პირობები, შეფასების კრიტერიუმები და უპასუხეს მასწავლებლების მიერ დასმულ შეკითხვებს.

შეხვედრას უძღვებოდნენ:

  • მარიამ ჩიქობავა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერები სამინისტროს  სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე,
  • მაია მარქარაშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების უფროსი

შეხვედრის ჩანაწერის (იხ. ქვემოთ) ნახვა შესაძლებელია ფინედუს ფეისბუქ და იუთუბ არხებში.

 

 

შეხვედრის განმავლობაში აღინიშნა, რომ ნამუშევრებზე მუშაობის პარალელურად დამატებითი შეკითხვების წარმოშობის შემთხვევაში ნებისმიერ დაინტერესებულ მასწავლებელს შეუძლია გამოგზავნოს შეკითხვები მთელი საკონკურსო პერიოდის განმავლობაში ფინედუს ფესბუქგვერდზე ან მეილით Info@finedu.gov.ge. გარდა ამისა, მასწავლებლების გამოხმაურების შესაბამისად, დაიგეგმება ასევე, დამატებითი საინფორმაციო თუ საგანმანათლებლო შეხვედრებიც, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ფინედუს ვებგვერდითა და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდება.

 

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პლატფორმა - www.finedu.gov.ge -ის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით, ასევე, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის, სს "საქართველოს ბანკის", სს "თიბისი ბანკის", სს "ბაზისბანკის", სს "ლიბერთი ბანკის", სს "კრედო ბანკის", სს "პსპ დაზღვევის" და სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის"  ჩართულობითა და მხარდაჭერით სკოლის მასწავლებლებისათვის გამოცხადდა კონკურსი სახელწოდებით "ფინანსური განათლება სკოლაში". კონკურსის პირობები დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ნახონ მოცემულ ბმულზე: https://finedu.gov.ge/ge/ghonisdziebebi-2/mastsavleblebis-konkursi-finansuri-ganatleba-skolashi-2