კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მასწავლებლებისთვის „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო“ იწყება

საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების ეროვნული პლატფორმა „ფინედუ“ (www.finedu.gov.ge), სს „ბაზისბანკის“ მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2026“, რომელიც მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ფინანსური განათლების გაძლიერებას, ინოვაციური სასწავლო მეთოდების წახალისებას და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერ მოქმედ მასწავლებელს, რომელიც 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების ამაღლებას უწყობს ხელს, იყენებს ინოვაციურ მეთოდებს და ახორციელებს პროექტებსა და აქტივობებს აღნიშნული მიმართულებით.

კონკურსის ეტაპები:

  • კონკურსის გამოცხადება - 9 სექტემბერი, 2025;
  • აქტივობების განხორციელების პერიოდი - 15 სექტემბერი, 2025 - 15 ივნისი, 2026;
  • განაცხადების მიღება - 15 მაისი - 15 ივნისი, 2026;
  • ფინალისტების გამოვლენა - 1 სექტემბერი, 2026;
  • გამარჯვებულის დასახელება - 9 სექტემბერი, 2026.

ფინალში გამოვლინდება 5 ფინალისტი, ხოლო გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო - 5,000 ლარი სს „ბაზისბანკისგან“.

კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო.

საკონკურსო განაცხადის ფორმა და გაგზავნის პირობები ხელმისაწვდომი იქნება „ფინედუ-ს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.finedu.gov.ge 2026 წლის 15 მაისიდან.