კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

მასწავლებელთა ტრენინგი - "სკოლა-ბანკი"

საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პორტალი „ფინედუ“, „სკოლა-ბანკის“ პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა გადამზადებას განაგრძობს.

მასწავლებელთა მორიგი ტრენინგი 13-14 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლის 20-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო.

"სკოლა–ბანკი" - საერთაშორისო ორგანიზაცია "აფლატუნის" (Aflatoun International) მიერ შემუშავებული პროგრამაა, რომელიც ქართულად ადაპტირებულია ეროვნული ბანკის მიერ და VII-IX კლასის მოსწავლეებში ფინანსური განათლების ამაღლებას ემსახურება.

ტრენინგზე მასწავლებლებს მიეწოდათ ინფორმაცია ყველა იმ აქტიური სწავლების მეთოდისა და თემის შესახებ, რაც „სკოლა-ბანკის“ სახელმძღვანელოშია - დაზოგვა და ბიუჯეტირება, საბანკო პროდუქტები, გონივრული სესხება, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ფინანსური უსაფრთხოება და ა.შ. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სასწავლო მასალა და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ტრენინგზე მიღებული ცოდნით მასწავლებლები შეძლებენ პროექტი თავიანთ სკოლებში დანერგონ და მოსწავლეებს მათთვის გასაგები ენითა და სახალისო ფორმით მიაწოდონ ფინანსური განათლების საკვანძო საკითხები.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი სკოლების მასწავლებლებმა:

  • სკოლა "არქიმედე"
  • სსიპ აფხაზეთის N5 საჯარო სკოლა
  • სსიპ ქ. ბოლნისის N5 საჯარო სკოლა
  • სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის N2 საჯარო სკოლა
  • სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლა
  • სსიპ ქ. გორის N12 საჯარო სკოლა
  • სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა
  • "ედისონის სახელობის სკოლა ნოვაცია"
  • "თავისუფალი სკოლა"
  • სკოლა "თამარიონი"
  • სსიპ ქ. თბილისის N6 საჯარო სკოლა
  • სსიპ ქ. თბილისის N55 საჯარო სკოლა
  • სსიპ ქ. თბილისის N114 საჯარო სკოლა
  • სსიპ ქ. თბილისის N133 საჯარო სკოლა
  • სსიპ ქ. თბილისის N172 საჯარო სკოლა
  • სსიპ ქ. თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლა
  • სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბნის საჯარო სკოლა
  • სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლა
  • სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლა
  • სსიპ ქ. ქუთაისის N17 საჯარო სკოლა
  • სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქ. საჩხერის N3 საჯარო სკოლა