კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ლიტერატურული კონკურსის "ფინანსური განათლება მხატვრულად" ფინალისტები გამოვლენილია

ლიტერატურული კონკურსი “ფინანსური განათლება მხატვრულად” დასასრულს მიუახლოვდა.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს, 23 აპრილს დაიწყო და ნამუშევრების მიღება 2 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა, ჟიურის შემადგენლობაში კი იყვნენ ფინანსური სექტორის, უნივერსიტეტებისა და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები. კონკურსის პერიოდში არაერთი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, შეხვედრები კონკურსის ჟიურის წევრებთან.

ჟიურიმ კონკურსის ფარგლებში შემოსული 87 ნამუშევარი დაშიფრული სახით, ავტორის მითითების გარეშე მიიღო, შეფასება კი განხორციელდა ლიტერატურული და ფინანსური განათლების კომპონენტების მიხედვით.

ფინალურ ეტაპზე გადასული 14 მოთხრობა უკვე ცნობილია, ესენი არიან:

კონკურსის გამარჯვებულები ანუ I, II და III ადგილებზე გასული ავტორები კონკურსის დასკვნით ღონისძიებაზე დასახელდებიან, რომელიც 9 სექტემბერს ფინედუს დაბადების დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბანკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება.

მოთხრობების კონკურსი დამატებით, შერჩეული სკოლის ბიბლიოთეკისათვის საჩუქრად წიგნების გადაცემასაც ითვალისწინებდა.

წიგნების ჩუქებით დაინტერესებული პირების მხრიდან დაფიქსირებული საჯარო კომენტარების მიხედვით ჟიურიმ შეარჩია ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლა, რომელიც საჩუქრად წიგნებს 87-ივე კონკურსანტი სახელით მიიღებს.

კონკურსის დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებზე ინფორმაციას ფინალისტები ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებენ.

მადლობა ყველას მონაწილეობისათვის და წარმატება თითოეულ ფინალისტს.