კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ქუთაისში ქალების ტრენინგი ჩატარდა

18 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინედუსა და გერმანული ფონდის შპარკასეს ორგანიზებით ქ. ქუთაისში გაიმართა ტრენინგი „გზამკვლევი ქალების ფინანსური დამოუკიდებლობისთვის“.

ტრენინგის მიზანი იყო რეგიონში მცხოვრები ქალების გაძლიერება ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევისა და თავდაჯერებულობის ამაღლების პროცესში. საგანმანათლებლო დანიშნულებასთან ერთად პროექტი მონაწილეებს სოციალიზაციის და ახალი კონტაქტებისა და მხარდამჭერების შეძენის კარგ შესაძლებლობას აძლევდა. 

ტრენინგი მოიცავდა სამ ძირითად თემას:

  • ქალები კარიერის საწყის ეტაპზე, 
  • ბიუჯეტირება,
  • დაზოგვა.

თითოეული თემა წარმოდგენილი იყო მინი ლექციისა და პრაქტიკული აქტივობების სახით.

ტრენინგის დასასრულს თითოეულ მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. 

აღსანიშნავია, რომ ქალების ფინანსური განათლება ეროვნული ბანკის მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს და ფინედუს გუნდი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქალების მხარდაჭერას ფინანსური ცნობიერების ამაღლების მიზნით.