კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ეროვნულ ბანკში გლობალური ფულის კვირეულის კონკურსების გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში ჩატარებული კონკურსების - პოსტერებისა და სლოგანების კონკურსის "დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი" და ვიდეოების კონკურსის "ჩემი ფული" გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ვიდეოების კონკურსის გამარჯვებულები

ღონისძიებას ორგანიზატორების  გარდა ესწრებოდნენ კონკურსის მხარდამჭერი და ჟიურიში მონაწილე ორგანიზაციების - საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის, ბაზისბანკის, კრედო ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მიკრო ბიზნეს კაპიტალის", ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის", ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და აფლატუნ ინთერნეიშენალის წარმომადგენლები.

კონკურსის გამარჯვებულები

გლობალური ფულის კვირეული მსოფლიო მასშტაბით 2012 წლიდან აღინიშნება. ის მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება და მისი მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას.

კვირეულის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუ, პარტნიორებთან ერთად, წელს მეცხრედ შეუერთდა. მიმდინარე წელს კვირეული 20 - 26 მარტის ჩათვლით აღინიშნა და მისი თემატიკა, ფულის გარდა, მდგრადი განვითარების, ეკოლოგიისა და საზოგადოებაზე ზრუნვის საკითხებსაც დაუკავშირდა. წლევანდელი კვირეულის დევიზი იყო - „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“ („Plan your money, plant your future“).