კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუს ანიმაციური ვიდეორგოლები პირადი ფინანსების შესახებ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ფინანსური განათლების პორტალმა - ფინედუმ German Sparkassenstiftung (DSIK)-ის მხარდაჭერით, ფინანსური განათლების თემაზე 9 ანიმაციური ვიდერგოლი შეიმუშავეს.

ვიდეორგოლებში მარტივი ენით არის ახსნილი ფინანსური განათლების საკვანძო საკითხები, რაც მოსახლეობას ფულთან დაკავშირებული გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

1.  რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სესხის აღებისას?

ვიდეორგოლში წარმოდგენილია სესხის აღებამდე გასათვალისწინებელი ის ძირითადი საკითხები, რომელთა ცოდნაც თქვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ:

2. როგორ ფასდება გადახდისუნარიანობა სესხის აღებისას?

ვიდერგოლში წარმოდგენილია მნიშვნელოვანი დეტალები საკუთარი გადახდისუნარიანობის შესახებ, რომელზე დაფიქრებაც სესხის აღებამდე ღირს:

3. რა არის სესხის თავდების პასუხისმგებლობა?

ვიდეორგოლში წარმოდგენილია ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც მომხმარებელი თავდებად დადგომამდე და საკუთარი ქონების სხვისი სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებამდე უნდა დაფიქრდეს:

4. რა არის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი? რა არის სესხის ნომინალური საპროცენტო განაკვეთი?

ვიდეორგოლში მოისმენთ პასუხებს კითხვებზე: რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი? რა საჭირო ინფორმაციას გაწვდით ის სესხის პირობების განხილვისას და რით გასხვავდება ნომინალური საპროცენტო განაკვეთისგან?

5. რა არის დაგროვებითი საპენსიო სქემა?

ვიდეორგოლი შეგახსენებთ საპენსიო ასაკითვის დაზოგვის მნიშვნელობასა და სარგებელზე:

6. რა არის დაზღვევა? რატომ არის დაზღვევა მნიშვნელოვანი?

ვიდეორგოლში ახსნილია რა არის დაზღვევა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი:

7. რა არის ფიშინგი? როგორ დავიცვა თავი ფიშინგისგან?

ვიდეორგოლში თავმოყრილია 10 რჩევა, რომელიც ინტერნეტთაღლითობისგან თავის დაცვაში დაგეხმარებათ:

8. რა არის სავალუტო რისკი? როგორ შევამცირო სავალუტო რისკები?

ვიდეორგოლი გაგაცნობთ რამდენიმე ძირითად რჩევას, რაც ფინანსური რისკების შემცირებაში დაგეხმარებათ:

9. როდის მივმართავთ ფინედუს? რა არის #ფინედუ?

ვიდეორგოლში გაიგებთ მეტს www.finedu.gov.ge-ს შესახებ: რა არის ფინედუ? ვისთვის არის ფინედუ? როდის მივმართავთ ფინედუს? რას ვნახავ ფინედუზე?

ვიდეორგოლების ნახვა ფინედუს იუთუბ არხზეც არის შესაძლებელი.