კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინედუ პროექტში "დაზოგე მეტი ემიგრაციის პერიოდში"

15-16 თებერვალს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროექტის „დაზოგე მეტი მიგრაციის პერიოდში“  ფარგლებში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო-ს (SESA) ტრენერებისათვის ჩატარდა ორ დღიანი ტრენინგი თემაზე „პირადი ფინანსების დაგეგმვა და ბიუჯეტირება“. ტრენინგის მიზანი იყო შრომითი მიგრაციის დადებითი ეფექტების გაზრდა.  პროექტის მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ და საქართველოს ბანკი.

ტრენინგი სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ქცევითი ეკონომიკის გავლენა პირადი ფინანსებისა და  ბიუჯეტირების მართვაზე, საბანკო პროდუქტები ემიგრანტებისთვის, ფინანსური სისტემის სანდოობა და უსაფრთხოება. ფინედუს წარმომადგენელმა კი მონაწილეებს ფინანსური სისტემის სანდოობისა და უსაფრთხოების საკითხები გააცნო.

ტრენინგის შემდეგ SESA-ს ტრენერები 100-მდე დასაქმების კონსულტანტს გადამზადებენ, რომლებიც, თავის მხრივ, დასაქმების სააგენტოს ბენეფიციარებს გაუწევენ კონსულტაციას და დაეხმარებიან ჯანსაღი ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბებაში. 

ფინედუ აქტიურად განაგრძობს ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის მხარდამჭერ აქტივობებს.