კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ფინანსური განათლების გაკვეთილები მოსწავლეებისთვის

ფინანსური განათლების გაკვეთილები სკოლებში
საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების პორტალთან - ფინედუსთან ერთად, ფინანსური განათლების დონის ამაღლების მიმართულებით სხვადასხვა მიზნობრივ სეგმენტზე მუშაობს. აღნიშნულ სეგმენტებს შორის განსაკუთრებით პრიორიტეტულია მოსწავლე-ახალგაზრდობის სეგმენტი.

ამიტომ გარდა წინასწარ დაგეგმილი აქტივობებისა, სკოლის კერძო ინიციატივებს, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მოწვევა ფინანსური განათლების სხვადასხვა საკითხის შესახებ მოსწავლეებისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მიმდინარე სასწავლო სემესტრის ფარგლებში, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების მოხსნის შემდეგ ფინედუ დღეს უკვე მესამედ გამოეხმაურა. 

სკოლა „იბერიის“ მე-9 კლასის მოსწავლეებს ეროვნულმა ბანკმა სათაო ოფისში უმასპინძლა, სადაც მათ ეროვნული ბანკის ფუნქციების, ფინანსური სექტორის წარმომადგენლების, მომხმარებლის უფლებებისა და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. 

გასულ თვეს ფინედუს წარმომადგენელი სკოლა „ბაქსვუდს“ ეწვია, სადაც მე-9 კლასელებს ფულის, დაზოგვის, ინვესტირებისა და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ სახალისო აქტივობებით მიეწოდათ ინფორმაცია.

აპრილში კი ფინედუ თბილისის 149-ე საჯარო სკოლას ესტუმრა, სადაც ფინედუს წარმომადგენელი მე-5-7 კლასის მოსწავლეებს ეროვნული ბანკის ფუნქციების, ფულის ისტორიის, ფულის მართვისა და დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. 

შეხვედრებზე მიღებული ცოდნა მოსწავლეებს დაეხმარებათ როგორც ახლა, ისე მომავალში მიიღონ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ფინანსური გადაწყვეტილებები, უკეთ გაერკვნენ საკუთარ უფლებებში ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას და დაიცვან ფინანსური უსაფრთხოების ზომები.

საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინედუ მომავალშიც განაგრძობენ ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესებულ სკოლებთან თანამშრომლობას.