კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

"ექსპერტი ფინედუზე" - ახალი რუბრიკა ფინედუზე

ფინედუზე ახალი რუბრიკა „ექსპერტი ფინედუზე“ დაიწყო. რუბრიკის ფარგლებში სხვადასხვა დარგის ექსპერტები ისაუბრებენ აქტუალურ, საინტერესო და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე.

შეხვედრების თემატიკა განსხვავებული იქნება,  კონკრეტულ საკითზე აქცენტით. თუმცა, ყველა თემა საბოლოოდ პირად ფინანსებსა და ფინანსების მართვის საკითხებს დაუკავშირდება.

რუბრიკა „ ექსპერტი ფინედუზე“ ძირითადად, ფეისბუქლაივების ფორმატით წარიმართება. ექსპერტი შერჩეულ თემაზე  ფინედუს ფეისბუქგვერდზე  ლაივ ჩართვაში ისაუბრებს. დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები განსახილველი თემების ირგვლივ. 

ყოველი შეხვედრისთვის გაკეთდება ჩანაწერი და დაინტერესებული პირებისთვის ჩანაწერი განთავსდება როგორც ფინედუს იუთუბ  არხზე, ისე ფინედუს ვებგვერდზე შესაბამის ვიდეოგალერეაში