კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ვებინარი სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორობის მსურველებისათვის ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების თემაზე

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ფინანსური განათლების პორტალმა - "ფინედუ", საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, „მოქალაქეობის“ საგნის მე-9 კლასის სახელმძღვანელოს ავტორობის მსურველთათვის ვებინარი ჩაატარეს. 

ეროვნული ბანკისა და განათლების სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, საგან „მოქალაქეობაში“, 2018 წლიდან იქნა ინტეგრირებული. პროექტის ფარგლებში არაერთი ხელშემწყობი აქტივობა განხორციელდა: შესაბამისი სახელმძღვანელოს შემუშავებამდე მსგავსი შეხვედრა ჩატარდა მე-7 კლასის ავტორებთანაც; გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერითა და სამოქალაქო პედაგოგთა ფორუმთან თანამშრომლობით, შემუშავდა სპეციალური ტრენინგ-მოდული და დამატებითი სასწავლო მასალაგადამზადდა სამოქალაქო განათლების 400-მდე მასწავლებელი.

ამ ეტაპზე ვებინარი მე-9 კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური და ეკონომიკური თემების განხილვას დაეთმო.

ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სახელმძღვანელოს ავტორობის მსურველებს მიაწოდეს ინფორმაცია/რეკომენდაციები პროფესიის არჩევის, სახელმწიფო ბიუჯეტისა და გადასახადების, ფინანსური ორგანიზაციებისა და ფინანასური პროდუქტების, ფინანსური ორგანიზაციების მომხმარებელთა უფლებებისა და პასუხისმგებლობების და დაზღვევის მნიშვნელობის შესახებ, გაუზიარეს იდეები გამოსაყენებელი სავარჯიშოებისა და აქტივობების შესახებ, ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია სასარგებლო საგანმანათლებლო რესურსებთან დაკავშირებით.

ვებინარის ჩანაწერი და მასში გამოყენებული პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

ვებინარი: ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში

  • პროფესია და სამსახური
  • სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები
  • ფინანსური ორგანიზაციები და პროდუქტები
  • მომხმარებელთა უფლებები და პასუხისმგებლობები
  • დაზღვევა