კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ტრენინგი Association Rural Development for Future Georgia (RDFG) - ის პროექტის ფარგლებში

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა Association Rural Development for Future Georgia (RDFG) - ის რეგიონული სამეწარმეო პროექტის "გახდი ახალგაზრდა მეწარმე" მონაწილეებს ფინანსური განათლების საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარეს. 

ტრენინგს, პროექტის ფარგლებში შერჩეული, საუკეთესო სამეწარმეო იდეის მქონე, 18 - 29 წლის ახალგაზრდები ესწრებოდნენ. 

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ფინანსური ორგანიზაციებისა და მათი პროდუქტების შესახებ, განიხილეს დაფინანსების ძიების პროცესში სწორი ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანი საკითხები და გაერკვნენ საკუთარ უფლებებსა და პასუხისმგებლობებში. 

ტრენინგი საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ასოციაცია “სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში წარიმართა.