კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

პირადი ფინანსების მართვის ონლაინ კურსი

პირადი ფინანსების მართვის კურსი
ფინანსური განათლების პორტალი - ფინედუ აცხადებს მსურველების რეგისტრაციას პირადი ფინანსების მართვის კურსზე.

კურსზე განხილული იქნება მნიშვნელოვანი საკითხები ბიუჯეტირების, დაზოგვის, სესხების, ფინანსური უსაფრთხოებისა და ფინანსური ორგანიზაციების მომხმარებლებელთა უფლებების შესახებ.

კურსის მიზანია, მსმენელებს მიაწოდოს ინფორმაცია, რომლებიც მათ დაეხმარებათ ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებასა და ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში.

კურსი მოიცავს ინტერაქტიულ სავარჯიშოებსა და ჯგუფურ აქტივობებს.
კურსს გაუძღვებიან საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის თანამშრომლები.

პირადი ფინანსების მართვის კურსი 5 სესიას მოიცავს, თითოეულის ხანგრძლივობა 1 საათი და 30 წუთია. სესიები ჩატარდება ხუთშაბათობით, 20:00 საათზე. კურსის ბოლოს გაიცემა ელექტრონული სერტიფიკატები.
ვებინარები ჩატარდება Zoom-ის პლატფორმის საშუალებით. დასწრება უფასოა.

კურსზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე.

ჩატარების თარიღები და განსახილველი თემები:

I სესია:  პირადი ბიუჯეტი - 13 მაისი - 20:00-21:30 სთ

  • პირადი ბიუჯეტის მნიშვნელობა
  • პირადი ბიუჯეტის შედგენა
  • ბიუჯეტირების მეთოდები
  • ბიუჯეტირებასთან დაკავშირებული სირთულეები

II სესია: დაზოგვა და დეპოზიტები - 20 მაისი - 20:00-21:30 სთ

  • დაზოგვის არსი
  • დაზოგვის მიზნები
  • დაზოგვის სახეები - საბანკო დეპოზიტები
  • დაზოგვასთან დაკავშირებული სირთულეები

III სესია: სესხება - 27 მაისი - 20:00-სთ-21:30 სთ

  • სესხი და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
  • საპროცენტო განაკვეთის ტიპები
  • როგორ ხდება პროცენტის დაანგარიშება - სესხის გრაფიკი
  • სესხის ტიპები
  • თანამსესხებლობა, თავდებობა, უზრუნველყოფა
  • სესხის გაცემა და მასთან დაკავშირებული საკითხები

IV სესია: ფინანსური უსაფრთხოება - 3 ივნისი - 20:00-21:30 სთ

  • ფინანსური უსაფრთხოების არსი
  • ფინანსური უსაფრთხოების დაცვის ზომები
  • ფინანსური თაღლითობის სახეები
  • ფინანსური უსაფრთხოება ინტერნეტში
  • ფინანსური უსაფრთხოება ინტერნეტ და მობილბანკით სარგებლობისას

V სესია: მომხმარებლის უფლებები - 10 ივნისი - 20:00-21:30 სთ

  • რისთვის გვჭირდება მომხმარებლის უფლებების დაცვა
  • მარეგულირებელი ჩარჩო საქართველოში
  • რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი უფლებების შესახებ