ტრენინგის დრო: 1, 3, 8, 10 და 11 დეკემბერი - 15:30-19:00 სთ.
ტრენინგი გათვალისწინებულია საგან „მოქალაქეობის“ მასწავლებლებისათვის, ასევე იმ მასწავლებლებისთვის, რომელთაც სურთ ფინანსური წიგნიერების საკითხების სწავლება. ტრენინგზე განხილული იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით მე-7 და მე-9 კლასებისთვის განსაზღვრული შემდეგი ფინანსური და ეკონომიკური საკითხები:
- ფული და ბარტერი
- ბაზარი (მოთხოვნა-მიწოდება) და ფასი
- საჯარო და კერძო საქონელი
- შემოსავალი, ხარჯვა და ბიუჯეტირება
- დაზოგვა და დეპოზიტები
- პროფესია და სამსახური
- სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები
- საფინანსო ორგანიზაციები და ფინანსური პროდუქტები
- დაზღვევა
- მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა
- ფინანსური თაღლითობა და ფინანსური უსაფრთხოება
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ:
- სერტიფიკატი (ყველა დღეს დასწრების შემთხვევაში) და
- სასწავლო მასალა პრაქტიკული საკლასო აქტივობებით.
ტრენინგზე დასწრება შეუძლიათ მასწავლებლებს, რომელთაც ბოლო 1 წლის განმავლობაში არ აქვთ გავლილი აღნიშნული ტრენინგი.
ტრენინგზე დასწრება უფასოა. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. ტრენინგზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ მოცემულ ბმულზე: