მიღება ცხადდება 5-დღიან ტრენინგსესიების ორ ნაკადზე განსხვავებული ფორმატით:
- ონლაინ ფორმატი - 9-13 თებერვალი;
- ფიზიკური დასწრების ფორმატი თბილისში - 19, 23-26 თებერვალი
ტრენინგები გათვალისწინებულია საგან „მოქალაქეობის“ მასწავლებლებისათვის. მათზე განხილული იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით მე-7 და მე-9 კლასებისთვის განსაზღვრული შემდეგი ფინანსური და ეკონომიკური საკითხები:
- ფული და ბარტერი
- ბაზარი (მოთხოვნა-მიწოდება) და ფასი
- საჯარო და კერძო საკუთრება
- შემოსავალი, ხარჯვა და ბიუჯეტირება
- დაზოგვა და დეპოზიტები
- პროფესია და სამსახური
- სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები
- საფინანსო ორგანიზაციები და ფინანსური პროდუქტები
- დაზღვევა
- მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა
- ფინანსური თაღლითობა და ფინანსური უსაფრთხოება
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ:
- სერტიფიკატი (ყველა დღეს დასწრების შემთხვევაში) და
- სასწავლო მასალა პრაქტიკული საკლასო აქტივობებით.
ტრენინგზე დასწრება უფასოა. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
დაინტერესებულ მასწავლებლებს ტრენინგზე დასასწრებად გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ერთ-ერთი ჯგუფი დაგეგმილი ფორმატისა და თარიღების მიხედვით და გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის ბმულზე:
1. ჯგუფი #1 - ონლაინ ტრენინგი
თარიღები - 9-13 თებერვალი - 15:00-18:00 სთ
ფორმატი - ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით
ტრენინგზე რეგისტრაციის ბმული - https://forms.gle/iPVXYjx7YbaaPwFE8
2. ჯგუფი #2 - პირისპირი ტრენინგი - თბილისი
თარიღები - 19, 23-26 თებერვალი - 15:30-19:00 სთ.
მისამართი: თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1, საქართველოს ეროვნული ბანკი
ტრენინგზე რეგისტრაციის ბმული - https://forms.gle/Nnn2y4N73ACSG3Ph6