კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

Facebook Live "ემიგრანტებზე, ემიგრანტებისთვის"

ბოლო პერიოდში არც თუ ისე ცოტა ადამიანი ირჩევს ემიგრაციის გზას. მიზნებიც მრავალფროვანია, მათ შორის - ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და ფინანსური კეთილდღეობის მიღწევა 

ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე გადასვლა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს, განსაკუთრებით, ისეთი გამოწვევებით აღსავსე გზაზე, რომელსაც ემიგრანტები გადიან. 

სირთულეები, რომლებსაც ემიგრანტები და მათი ოჯახის წევრები აწყდებიან ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, არაერთია. სირთულე შეიძლება წარმოიშვას, როგორც ფინანსური პროდუქტების შესახებ არასაკმარისი ინფორმირებულობით, ასევე არამიზნობრივი ხარჯებით. 

ფინანსური სირთულეების გადალახვისა თუ პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაა - სწორედ ესაა ის იდეა, რასაც ფინანსური განათლება გულისხმობს. 

პანელური შეხვედრა - „ემიგრანტებზე, ემიგრანტებისთვის“ მიგრანტთა საერთაშორისო დღეს ეძღვნება და სწორედ ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო თემების ირგვლივ გაიშლება  

პანელზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: 

  • რატომ არის მნიშვნელოვანი და რა საკითხებს ფარავს ფინანსური განთლება ემიგრანტებისთვის?
  • როგორია მიგრანტების ქცევა და დამოკიდებულებები ფინანსების მიმართ? რამდენად ცვლის ქცევებს და შედეგად რამდენად აუმჯობესებს ფინანსურ კეთილდღეობას დამოკიდებულებების ცვლილება?
  • საქართველოში არსებული დისტანციური შესაძლებლობები ფინანსების სამართავად ემიგრანტებისთვის.
  • ფინანსების უსაფრთხოებისთვის გასათვალისწინებელი ფაქტორები.

LIVE პანელური შეხვედრის ჩატარების თარიღი და დრო:  

18 დეკემბერი

14:00 საათი

პანელურ შეხვედრაზე ისაუბრებენ შემდეგი სპიკერები: 

მაია მარქარაშვილი - ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების განყოფილების უფროსი

ნანა მიქაშავიძე - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისია საქართველოში, ფინანსური კონსულტანტი  

გიორგი კოპალეიშვილი - კრედო ბანკი, ემიგრანტების საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი

მარეხი საჯაია - ბაზის ბანკი, პროდუქტის მფლობელი

LIVE პანელური შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლია. გარდა ამისა, მსმენელს შესაძლებლობა ექნება, თემასთან დაკავშირებული კითხვა მოგვწეროს, როგორც ფეისბუქით Live-ის კომენტარის სახით, ასევე  ანონიმურად. 

ანონიმური შეკითხვები მიიღება ღონისძიებამდეც და ღონისძიების მსვლელობისას შემდეგ ბმულზე შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdl1Q7Wv5SLCEH_GV1Sq26A3CKR79WgfK3TrIK5uqnVTnoq2g/viewform 

შეკითხვებზე პასუხებს  სპიკერები LIVE-ის დროს გააჟღერებენ.